აშშ-ის საელჩო - 1992 წლის 23 აპრილს აშშ-მა თბილისში საელჩო გახსნა, დღეს, 34 წლის შემდეგ, სიამაყით ვაგრძელებთ ორმხრივად სასარგებლო პარტნიორობის გაძლიერებას საქართველოში
Prince Harry arrives in Ukraine on unannounced visit
War update: 159 battles on front lines; 36 enemy assaults repelled in Pokrovsk sector
Defense forces strike oil facilities in Samara and Nizhny Novgorod regions
Russian military loses another 1,100 troops and 58 artillery systems in war against Ukraine
Tochytskyi: Ukraine expects more countries to join Special Tribunal agreement soon
Spain provides Ukraine with 100 VAMTAC armored vehicles and artillery shells
Due to aircraft shortage, Russia returns worn-out equipment to service — intelligence

თინა ბოკუჩავა - ივანიშვილის პროპაგანდა, თითქოს, ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში აშშ-სთან ურთიერთობის აღდგენას შეძლებს, მტკნარი სიცრუეა

22.07.2024 ნახვები: 509

ივანიშვილის პროპაგანდა, თითქოს, დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის აღდგენას შეძლებს, მტკნარი სიცრუეა - ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივა კონგრესში, სწორედ ტრამპის მხარდამჭერ კონგრესმენს ეკუთვნის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ურთიერთობის აღდგენა არა ამერიკის შეერთებულ შტატებში ხელისუფლების ცვლილების, არამედ საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შედეგადაა შესაძლებელი.

„გუშინ დავბრუნდი ამერიკის შეერთებული შტატებში უმნიშვნელოვანესი ვიზიტიდან, სადაც რესპუბლიკური პარტიის კონგრესს დავესწარი. ეს იყო „რესპუბლიკური პარტიის“ ყველაზე დიდი და ყველაზე მნიშვნელოვანი წინასაარჩევნო ყრილობა, რომელსაც 50 ათასი ამერიკელი რესპუბლიკელი, საქართველოდან, პოლიტიკური პარტიებიდან კი მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ ესწრებოდა. სწორედ იქ დასახელდა დონალდ ტრამპი, როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი.

მინდა, თამამად განვაცხადო, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ „ლიდერშიფი“ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ალიანსს. აქვე მინდა განვმარტო, რომ ივანიშვილის პროპაგანდა, თითქოს, დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ის შეძლებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის აღდგენას, მტკნარი სიცრუე და საქართველოს მოქალაქეების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობაა. ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივა კონგრესში, სწორედ ტრამპის მხარდამჭერ კონგრესმენს ეკუთვნის, რომელსაც მხარი დაუჭირა კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სრულმა შემადგენლობამ. ივანიშვილის ხელისუფლების მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკას აქვს ორპარტიული მხარდაჭერა დემოკრატებისგან, ისევე როგორც რესპუბლიკელებისგან. შესაბამისად, ურთიერთობის აღდგენა შესაძლებელია არა ამერიკის შეერთებულ შტატებში ხელისუფლების ცვლილების, არამედ საქართველოში ხელისუფლების ცვლილების და ივანიშვილის ხელისუფლების ჩანაცვლების შედეგად, პრო დემოკრატიული, პროდასავლური, პროამერიკული კოალიციური მთავრობით. მეტიც - „რესპუბლიკური პარტიის“ კონგრესზე, დონალდ ტრამპმა ისაუბრა საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის შემოჭრის შესახებ და ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ მისი პოლიტიკა რუსეთის წინააღმდეგ ძალიან მკაცრი იქნება. შეუძლებელია, დონალდ ტრამპის და ივანიშვილის სტრატეგიული ინტერესები ერთმანეთს დაემთხვეს, მაშინ, როდესაც ივანიშვილი რუსეთის გამარჯვებაზე დებს ფსონს, დონალდ ტრამპი კი ძლიერი ამერიკის და შესაბამისად, დასავლეთისა და უკრაინის ერთობლივი გამარჯვების ფლაგმანია. მეტიც, დონალდ ტრამპი იქნება შეუწყნარებელი ჩინეთის გავლენების გაძლიერების მიმართ, მაშინ, როდესაც ივანიშვილმა ამერიკელები განდევნა ანაკლიის პორტიდან და შავ ზღვაზე სტრატეგიული პორტის მშენებლობა და შესაბამისი გავლენა ამერიკელების ნაცვლად, ამერიკელების მიერ სანქცირებულ ჩინურ კომპანიას გადაულოცა. ერთადერთი შესაძლებლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის აღდგენის, არის სწორედ ხელისუფლების ცვლილება. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქართველი ხალხი სწორედ აქედან გამომდინარე მიიღებს გადაწყვეტილებას და არ ირწმუნებს იმ ტყუილს, რომლის ტირაჟირებასაც ივანიშვილი და მისი პროპაგანდისტული არხები ცდილობენ“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა