ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

CNN - საიდუმლო სამსახურს დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით ირანის გეგმის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა

ნახვები: 540 CNN - საიდუმლო სამსახურს დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით ირანის გეგმის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა

აშშ-ის ხელისუფლებამ მოიპოვა საიდუმლო ინფორმაცია ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით ირანის გეგმის შესახებ, რამაც განაპირობა ის, რომ საიდუმლო სამსახურმა ყოფილი პრეზიდენტის გარშემო უსაფრთხოების ზომები გააძლიერა, - ინფორმაციას CNN-ი რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ტელეკომპანიის წყაროების განცხადებით, არ არსებობს რაიმე მითითება, რომ თომას მეთიუ კრუკსი, რომელმაც შაბათს ყოფილი პრეზიდენტის მოკვლა სცადა, აღნიშნულ საიდუმლო გეგმასთან დაკავშირებული იყო.

გაეროში ირანის მისიამ ბრალდებები უარყო და უსაფუძვლო და მავნე ბრალდებებად შეაფასა.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერის, ედრიენ უოტსონის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოძიება გრძელდება და ამ დროისთვის თომას მეთიუ კრუკსსა და ვინმე სხვა პირს შორის კავშირი დადგენილი არ არის. რაც შეეხება ირანის მხრიდან საფრთხეს, მისი განმარტებით, წლების განმავლობაში ადევნებენ თვალყურს ტრამპის ადმინისტრაციის ყოფილი ჩინოვნიკების მიმართ ირანის მხრიდან მუქარებს.

„ეს მუქარები მომდინარეობს ირანის სურვილიდან, შური იძიოს ყასიმ სულეიმანის მკვლელობისთვის. მიგვაჩნია, რომ ეს არის ეროვნული და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის უმაღლესი პრიორიტეტული საკითხი“, - განმარტა ედრიენ უოტსონმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა