ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს მოუწოდებს, უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე თავდასხმებზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოუხსნას

ნახვები: 541 ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს მოუწოდებს, უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე თავდასხმებზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოუხსნას

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ შეერთებული შტატები უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო თვითმფრინავების განადგურების საშუალებას მისცემს.

რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ფონდსა და ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას, ზელენსკიმ ისაუბრა ხარკოვის მაგალითზე, სადაც, მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალებმა რუსეთის ახალი შეტევა ჩაახშო აშშ-ის გადაწყვეტილების წყალობით, რომელმაც ქვეყანას დასავლური იარაღის გამოყენებით რუსეთის ტერიტორიაზე, სამხედრო ობიექტებზე საპასუხო დარტყმების ნებართვა მისცა.

„მადლობელი ვარ თქვენი, მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის ამ ნებართვისთვის. რუსეთის ეს წინსვლა შეჩერდა. ჩვენ ასევე გავანადგურეთ რუსული სარაკეტო გამშვებები, რომლებიც ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ურტყამდნენ ხარკოვს ყოველდღიურად. ამან ხარკოვი სარაკეტო დარტყმისგან დაიცვა. წარმოიდგინეთ, რამდენს მივაღწევთ, როცა ყველა შეზღუდვა მოიხსნება. ანალოგიურად, ახლა ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი ქალაქები რუსული მართვადი ბომბებისგან, თუ ამერიკის ხელმძღვანელობა გადადგამს ნაბიჯს წინ და საშუალებას მოგვცემს, გავანადგუროთ რუსული სამხედრო თვითმფრინავები მათ ბაზებზე. ეს მყისიერ შედეგს გამოიღებს და ჩვენ ველოდებით ამ ნაბიჯს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, მისი თქმით, უკრაინას მნიშვნელოვნად შევზღუდოთ რუსეთის ქმედებები სამხრეთ უკრაინაში და განდევნოს ოკუპანტი, თუ ამერიკის ხელმძღვანელობა დაეხმარება საჭირო შესაძლებლობებით, რომ განახორციელოს დარტყმები რუსეთის სამხედრო ობიექტებისა და ლოგისტიკის წინააღმდეგ ყირიმში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა