ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

"რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო" - ჯინ შაჰინი „ღირსეული პარტნიორის“ სწავლების გადადებაზე

ნახვები: 545 "რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო" - ჯინ შაჰინი „ღირსეული პარტნიორის“ სწავლების გადადებაზე

ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოში „ღირსეული პარტნიორის“ სწავლების გადადებას "X"-ზე გამოეხმაურა. სენატორის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება რთული, მაგრამ მნიშვნელოვანია.

„თავდაცვის დეპარტამენტის რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საქართველოში მომავალი სამხედრო წვრთნების გადადების შესახებ.

ეს შეფერხება ასახავს იმ ფორმულირებას, რომელიც მე გავამყარე კომიტეტის მიერ მიღებული ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში, რომელიც მოითხოვს საქართველოსთან თავდაცვის თანამშრომლობის გადახედვას „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ“, – წერს შაჰინი.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის ფარგლებში, აშშ განუსაზღვრელი ვადით გადადებს საქართველოში „ღირსეული პარტნიორის“ სწავლებას, რომელიც თავდაპირველად 2024 წლის 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე იყო დაგეგმილი.

პენტაგონის ცნობით, „ღირსეული პარტნიორის“ გადადება უკავშირდება აშშ-ის და დასავლეთის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის ცრუ ბრალდებას, რომ ზეწოლა ხდება საქართველოზე რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნისთვის, უკრაინაზე ზეწოლის შესამსუბუქებლად, ასევე ინფორმაციას, რომ მმართველი პარტიის წინააღმდეგ გადატრიალების ორ მცდელობაში იღებდა დასავლეთი მონაწილეობას.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ პენტაგონის ამ გადაწყვეტილებას დასანანი უწოდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა