ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

პაატა მანჯგალაძე - ხელისუფლების მხრიდან ლევან ხაბეიშვილზე საუბარი უსინდისობაა

ნახვები: 544 პაატა მანჯგალაძე - ხელისუფლების მხრიდან ლევან ხაბეიშვილზე საუბარი უსინდისობაა

ხელისუფლების მხრიდან ლევან ხაბეიშვილზე საუბარი უსინდისობაა - როგორ ლაპარაკობენ ნიშნის მოგებით ლევან ხაბეიშვილზე, მაშინ, როდესაც თვითონ მიიყვანეს ეს ადამიანი იმ მდგომარეობამდე, რომ ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, „ქართული ოცნება“ ნიშნის მოგებით არ უნდა საუბრობდეს მაშინ, როდესაც ერთი დამნაშავეც არ არის დაკავებული, ვინც მოქალაქეს, პარლამენტის წევრს და მათ კოლეგას ფიზიკურად ნახევარი საათის განმავლობაში უსწორდებოდა.

„ხელისუფლების მხრიდან ლევან ხაბეიშვილზე საუბარი უსინდისობაა, როცა მას სწორედ იმიტომ მოუწია პოლიტიკური პროცესებიდან დროებით გაცლა, რომ თავზე აქვს მიღებული სერიოზული ტრავმა. როგორც მან მითხრა, ექიმების რეკომენდაციით, ის ვერ შეძლებს რაიონ და სოფელ-სოფელ სიარულს და აუცილებელია სპეციალური სარეაბილიტაციო მკურნალობის კურსის გავლა, მათ შორის უცხოეთში.

„ქართული ოცნება“ ნიშნის მოგებით როგორ საუბრობს ლევან ხაბეიშვილზე, როცა ერთი დამნაშავეც არ არის დაკავებული, ვინც მოქალაქეს, პარლამენტის წევრს და მათ კოლეგას ფიზიკურად ნახევარი საათის განმავლობაში უსწორდებოდა. მე არცერთი „ქოცი“ არ მინდა რომ იმ მდგომარეობაში ვნახო. როგორ ლაპარაკობენ ნიშნის მოგებით ლევან ხაბეიშვილზე, მაშინ, როდესაც თვითონ მიიყვანეს ეს ადამიანი იმ მდგომარეობამდე, რომ ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა“, - აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ .

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა