ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day
FM Sybiha: Ukraine plans to buy weapons from Poland by year-end using EUR 125M loan
Defense Forces strike Russian Irbis mobile radar station
US considering easing sanctions on shadow fleet – Reuters
Zelensky, Macron discuss ways to counter Russian air attacks

ტიტე გედენიძე - კრიმინალურმა პოლიციამ გამოძიება დაიწყო სტრატეგიული ობიექტის ბლოკირებაზე და ჯგუფურ ძალადობაზე - ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრი აქტივისტი დაკითხვაზე დაგვიბარეს - ყველაფერი აბსურდი და ტყუილია

ნახვები: 549 ტიტე გედენიძე - კრიმინალურმა პოლიციამ გამოძიება დაიწყო სტრატეგიული ობიექტის ბლოკირებაზე და ჯგუფურ ძალადობაზე - ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრი აქტივისტი დაკითხვაზე დაგვიბარეს - ყველაფერი აბსურდი და ტყუილია

კრიმინალურმა პოლიციამ გამოძიება დაიწყო საქმის გამოძიება სტრატეგიული ობიექტის ბლოკირებაზე და ჯგუფურ ძალადობაზე. ამ საქმესთან დაკავშირებით ძალიან ბევრი აქტივისტი დაგვიბარეს დაკითხვაზე, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა, ტიტე გედენიძემ განაცხადა.

ტიტე გედენიძის თქმით, ყველაფერი აბსურდი და ტყუილია.

„კრიმინალურმა პოლიციამ გამოძიება დაიწყო საქმის გამოძიება სტრატეგიული ობიექტის ბლოკირებაზე და ჯგუფურ ძალადობაზე. ამ საქმესთან დაკავშირებით ძალიან ბევრი აქტივისტი დაგვიბარეს დაკითხვაზე. რა თქმა უნდა, გამოვცხადდი დაკითხვაზე, მაინტერესებს რა კითხვებს დამისვამენ, მაგრამ, სასაცილოა თავშივე ეს საქმე, რადგან გვედავებიან ჯგუფურ ძალადობას, როდესაც აქეთ ძალადობენ, აქეთ გვცემენ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, წინასწარ შეთითხნილი პოლიტიკური საქმეა და ამით ცდილობენ დაგვაშინონ ყველა ის აქტივისტი, თავისუფალი მოქალაქე, რომელიც იბრძვის საქართველოსთვის, რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. არ გამოუვათ ეს ყველაფერი! თავშივე სასაცილოა ბრალდება, რომ ვითომ ბლოკირებას ვახდენდით, ან ვინმეზე ჯგუფურად ვძალადობდით, ეს ყველაფერი არის აბსურდი, ტყუილი და ძალიან მაინტერესებს რა კითხვები ექნებათ ამ შეთითხნილ საქმეში“, - განაცხადა ტიტე გედენიძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა