ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

დღეიდან საქართველოში კორონავირუსზე მასობრივი ტესტირება დაიწყო

ნახვები: 540 დღეიდან საქართველოში კორონავირუსზე მასობრივი ტესტირება დაიწყო

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან 2 თვის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსზე ინტენსიური ტესტირება დაიწყება. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

მისი თქმით, ყოველდღიურად სახელმწიფო ჩაატარებს 20 ათასამდე ტესტს და შესაბამისად გაფართოვდება ტესტირების არეალიც. მანვე აღნიშნა, რომ გარდა ამისა, ტესტირებას გააკეთებენ კერძო ლაბორატორიებიც.

"აღნიშნულის მიზანს წარმოადგენს ინფიცირების შემთხვევების სწრაფი გამოვლენა, რაც გულისხმობს მსუბუქი და ნაკლებად მძიმე შემთხვევების თვითიზოლაციაში გადასვლას, საყურადღებო შემთხვევების კოვიდ-სასტუმროებში განთავსებას და მძიმე და კრიტიკული შემთხვევების ჰოსპიტალიზაციას", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

მანვე აღნიშნა, რომ გაფართოვდება ანტიგენზე დამყარებული ტესტირების რაოდენობაც, რომლითაც ინფიცირების დადგენა 20 წუთშია შესაძლებელი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა