„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ - რეიტინგში საქართველომ 21 ადგილით უკან დაიხია და მსოფლიოში 135-ე ადგილს იკავებს
პიტ ჰეგსეტი - პენტაგონმა უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება გამოყო
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 125 აშშ დოლარს გადააჭარბა
მიხეილ სააკაშვილი - იმოქმედეთ, გადადით შეტევაზე, დაირაზმეთ-თქო და სანაცვლოდ ამიყვირდნენ "ერთპიროვნული ლიდერობა უნდა მიშასო"
დონალდ ტრამპი - პუტინს ცეცხლის შეწყვეტა შევთავაზე
ნინი ბირკაია - საშიში იდეალისტები: რეალობასა და იდეალებს შორის
IPN - აშშ-ის საელჩო სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე - ამ დროისთვის არაფერი გვაქვს გამოსაცხადებელი
ირაკლი კობახიძე - მაისის ბოლომდე ამერიკულ მხარესთან არაერთი კომუნიკაცია შედგება, კონკრეტულ შედეგებს იხილავთ

ლევან ხაბეიშვილი - უმრავლესობისგან გვესმის, რომ სუვერენიტეტი აქვთ დასაცავი - აშშ-სგან იცავენ სუვერენიტეტს?!

27.05.2024 ნახვები: 516

ფიქრობთ თუ არა, რომ ხელისუფლება ამ კანონს უკვე იყენებს ანტიდასავლური რიტორიკისთვის? თუ ცივილიზებულ სამყაროს ტალახს ესვრი და იქიდან ფული და მხარდაჭერა გინდა, სავარაუდოდ, ასე ვერ იქნება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილება.

ხაბეიშვილი კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილისგან დაინტერესდა, "ხომ არ არსებობს ასეთი პოზიცია - არჩევნებმა და ხალხმა გადაწყვიტოს, იქნებ მათ ისეთი ხელისუფლება უნდათ, რომელიც ასეთ კანონებს იღებს".

„ფიქრობთ თუ არა, რომ ხელისუფლება ამ კანონს უკვე იყენებს ანტიდასავლური რიტორიკისთვის? ჩვენი კოლეგებისგან გვესმის, რომ სუვერენიტეტი აქვთ დასაცავი. აშშ-სგან იცავენ სუვერენიტეტს?! ჩემდა სამწუხაროდ, პროპაგანდა სწორედ ასეთია, რომ იმ ქვეყნისგან იცავენ თავს, რომელიც ჩვენს ქვეყანას წლებია ეხმარება, მათ შორის უსაფრთხოების მიმართულებით. ასევე, არის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი. ჩვენს მეზობლად რუსეთს, რომელიც მთელ საქართველოს დიდი სიამოვნებით გააუქმებდა და საკუთარ გუბერნიად გამოაცხადებდა, თუ რაიმე აკავებს, მგონია, რომ ერთ-ერთი არის აშშ. ფიქრობთ თუ არა, რომ ამ კანონს ხელისუფლება უკვე, ჯერ რომ არ ამოქმედებულა და იყენებს ანტიამერიკული, ანტიდასავლური და ანტიევროპული პროპაგანდისთვის? - უკანასკნელი 45-50 დღის განმავლობაში სახელისუფლებო მედიებიდან ნიაღვარი მოდის, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდანაც.

ვეტოსთან დაკავშირებით ითქვა, რომ „ვეტო არ გადაილახოს“, „ერთი დღით ამოქმედდეს“. თუ მაინცდამაინც ამ ადამიანებს მიაჩნიათ, რომ გინდა თუ არა კანონი უნდა მივიღოთ, ვერც მომწონებელი ნახეს და ვერც პარტნიორი, არ უნდათ ამის დანახვა, თორემ ყველაფერი კარგად იციან, ხომ არ გაქვთ ასეთი პოზიცია, მშვიდობიანად რომ მოხდეს ეს ყველაფერი - არჩევნებია 5 თვეში, შეიძლებოდა, ამ ადამიანებმა მოსახლეობას მშვიდად გადაწყვეტის შესაძლებლობა მისცეს, არჩევნებზე რომ მიიღონ გადაწყვეტილება როგორი ხელისუფლება უნდათ. იქნებ ისეთი ხელისუფლება უნდათ, ცხადია ასეთი წარმოდგება არ მაქვს, რომელიც ასეთ კანონებს იღებს?! რა ხდება ხუთ თვეში ადამიანებს თავ-პირი რომ არ დაალეწონ, თავის ქალა რომ არ ახადონ და ძვლებში რომ არ დაამტვრიონ? ხომ შეიძლება არჩევნებმა და ხალხმა გადაწყვიტოს? ხომ არ ფიქრობთ ასე? და გაქვთ თუ არა მოსაზრება და ჩამოყალიბებული პოზიცია ამ კანონს, რა ეკონომიკური კოლაფსი შესაძლოა მოჰყვეს საქართველოსთვის, რომელიც გამოიხატება ჩვენი ხალხის კიდევ უფრო გაღარიბებაში? გიფიქრიათ თუ არა იმაზე და გაქვთ თუ არა პოზიცია, გააფრთხილებდით თუ არა ხალხს ამ ეკონომიკური კოლაფსის შესახებ, რომელიც ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მათ ნამდვილად ელოდებათ? როცა საქართველო, შესაძლოა, მოექცეს მათ შორის, ჩვენი პარტნიორების მხრიდან ბლოკადაში. თუ ცივილიზებულ სამყაროს ტალახს ესვრი და იქიდან ფული და მხარდაჭერა გინდა, სავარაუდოდ, ასე ვერ იქნება. ამის შესახებ გააფრთხილებდით თუ არა საქართველოს მოქალაქეებს?“ - მიმართა ლევან ხაბეიშვილმა ანრი ოხანაშვილს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა