ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ანრი ოხანაშვილი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს - ვერ გახვალთ დარბაზიდან ისე, რომ შეკითხვებზე პასუხები საზოგადოებამ არ მოისმინოს

ნახვები: 546 ანრი ოხანაშვილი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს - ვერ გახვალთ დარბაზიდან ისე, რომ შეკითხვებზე პასუხები საზოგადოებამ არ მოისმინოს

თქვენ გამოიყენეთ ისეთი სიტყვები, რომელიც არ არის საპატიებელი - ვერ გახვალთ დარბაზიდან ისე, რომ შეკითხვებზე პასუხები საზოგადოებამ არ მოისმინოს,- ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს მას შემდეგ, რაც მსხილაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები და მის მიერ წარდგენილი კანონპროექტი წარადგინა.

ოხანაშვილმა მსხილაძის გამოსვლის ტექსტს „არაადეკვატური“ უწოდა.

„გასაგებია თქვენი პოზიცია. მოგიწევთ, თქვენს თითოეულ სიტყვაზე პასუხი გასცეთ თქვენი არაადეკვატური ტექსტიდან გამომდინარე - თავს შეიკავებ სხვა შეფასებისგან. ჩვენი საზოგადოება ნახავს თქვენთვის დაწერილი ტექსტი თქვენი დაწერილია თუ სხვისი. ჩვენი საზოგადოება უფლებამოსილია, იცოდეს, ე.წ. პრეზიდენტის სახელით ვინ ლაპარაკობს და რამდენად კორექტულად. ვფრთხილობ შეფასებებში, მაგრამ თქვენ გამოიყენეთ ისეთი სიტყვები, რომელიც არ არის საპატიებელი და ამაზე საზოგადოებას პასუხი უნდა გასცეთ. ვერ გახვალთ დარბაზიდან ისე, რომ ამ შეკითხვებზე პასუხები ჩვენმა საზოგადოებამ არ მოისმინოს“,- განაცხადა ოხანაშვილმა.

მის ამ განცხადებას დარბაზიდან ხმაური მოჰყვა, რაზეც ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ მხოლოდ „ვეტოს ფარგლებში, სამართლებრივად საუბრობს და სხვა საკითხი არც დაუშვია“.

„დამშვიდდით. როდესაც არაადეკვატურ, არაკორექტულ შეფასებებს აკეთებენ, მოუწევს ამაზე პასუხის გაცემა. ესაა დემოკრატიის შემადგენელი ნაწილი. ამიტომ, ნუ შეშფოთდებით“,- მიმართა ოხანაშვილმა დამსწრეებს.

ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებისა და მის მიერ წარდგენილი კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტს უკან იგივე სახით დაუბრუნა და მხოლოდ ერთი პუნქტი დაამატა, რომლის მიხედვით, კანონი ამოქმედებიდან ერთი დღის განმავლობაში მოქმედებს და მეორე დღესვე ძალას კარგავს. მოტივირებულ შენიშვნებში პრეზიდენტი განმარტავს, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ზედმიწევნით იმეორებს რუსული კანონის სულისკვეთებას და იგივეა, რაც 2023 წლის 10 მარტს გაწვეული აგენტების შესახებ კანონი იყო.

პრეზიდენტი ამბობს იმასაც, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 (თანასწორობის უფლება), 22-ე (გაერთიანების თავისუფლება), მე-15 (პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები), 78-ე (ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია) მუხლებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა