ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

თსუ-ს ეზოში, სადაც სტუდენტები პრემიერ-მინისტრს ელოდნენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ნახვები: 541 თსუ-ს ეზოში, სადაც სტუდენტები პრემიერ-მინისტრს ელოდნენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში, სადაც სტუდენტები საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს ელოდნენ, დაპირისპირება მოხდა.

როგორც სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ორგანიზატორი ნიკო მანაგაძე აცხადებს, უნივერსიტეტის წინ მათ ადამიანების გარკვეული ჯგუფი დახვდათ და სტუდენტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მისი შეფასებითვე, ეს ყველაფერი იმისთვის მოაწყვეს, რომ ირაკლი კობახიძე უნივერსიტეტის შენობაში უსაფრთხოდ და შეუფერხებლად შესულიყო.

„გადავწყვიტეთ უნივერსიტეტის წინ შევკრებილიყავით და პროტესტი გამოგვეთქვა, თუმცა ხედავთ რომ ზონდერები არიან მობილიზებულები და პირდაპირ ფიზიკურ კონტაქტში შემოდიან. პოლიციის მხრიდან არანაირი ადეკვატური რეაგირება არ იყო, მხოლოდ შუაში ჩაგვიდგნენ”, - განაცხადა ნიკო მანაგაძემ.

ცნობისთვის, თსუ-ს მე-2 კორპუსის წინ შეკრებილები არიან სტუდენტები, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებულ კანონს აპროტესტებენ.

ასევე, მობილიზებული არიან „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებიც.

ტერიტორიაზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟიც.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა