ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day
FM Sybiha: Ukraine plans to buy weapons from Poland by year-end using EUR 125M loan

თუ დააშავა პოლიციელმა და დავაშავეთ, პასუხს ვაგებთ - გომელაური

ნახვები: 548 თუ დააშავა პოლიციელმა და დავაშავეთ, პასუხს ვაგებთ - გომელაური

თუ რამე კანონდარღვევა იყო, შესაბამისი უწყებები არის, მიმართონ, არ არის პრობლემა - თუ დააშავა პოლიციელმა და დავაშავეთ, პასუხს ვაგებთ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, “უჩა აბაშიძის დაკავების დროს პოლიციამ ადვოკატები სახლში არ შეუშვა, რომლებიც ორ საათზე მეტი ხნის განმავლობაში კართან იცდიდნენ”.

მისივე განმარტებით, სამართალდამცველების შესაძლო გადაცდომას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს.

“თუ რამე კანონდარღვევა იყო, შესაბამისი უწყებები არის, მიმართონ, არ არის პრობლემა. თუ {პოლიციელებმა} დაარღვიეს კანონი, მიმართონ. არის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, პროკურატურა მიმართონ. თუ დააშავა პოლიციელმა და დავაშავეთ პასუხს ვაგებთ.

ალბათ, თუ არის დაზარალებული მოგვმართავს და დაიწყებს შესაბამისი სამსახური [გამოძიებას]. პოლიციელმა თუ დანაშაული ჩაიდინა, უნდა გამოიძიოს სახელმწიფო ინსპექტორმა და მაგას გამოძიებას მე ვერ დავიწყებდი! ქვემდებარე არ არის ჩემი მუხლი, ასე რომ ვთქვათ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მუხლი. ჩვენ თუ ვაშავებთ, მაგიტომ შეიქმნა ეს სამსახური, ინსტიტუტი რომ გამოიძიოს სახელმწიფო ინსპექტორმა, თუ [პოლიციელებმა] დააშავეს”, - განაცხადა გომელაურმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, დიმიტრი ჩიქოვანის, ლაშა ღვინიანიძის, გია ჯაფარიძის თავდასხმიდან 72 საათზე მეტია გასული, თუ არიან დაკავებულები ან იდენტიფიცირებული, ვინც ჯგუფურად მოახდინა ამ ადამიანებზე თავდასხმა, რაზეც გომელაური ამბობს, რომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.

“გამოძიება დაწყებულია და მუშაობა მიდის. ამაზე არა ერთხელ გავაკეთეთ განცხადება. 72 საათი გავა, თუ 92 საათი გავა, როცა დაადგენენ, შესაბამისად იმოქმედებენ. პროკურატურა არის ზედამხედველი და ერთად ვმუშაობთ”, - აღნიშნა გომელაურმა.

გარდა ამისა, მინისტრის თქმით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეებთან შესული მუქარისშემცველ ზარებთან დაკავშირებითაც გამოძიება მიმდინარეობს.

“გამოძიება მიმდინარეობს. ეს ზარები არა მარტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან ხდება, ეს ხდება მმართველი, ხელისუფლების გუნდის წევრებთანაც, ოჯახის წევრებთანაც. გამოძიება დაწყებული გვაქვს. ზოგი დადგინდა, ზოგი ვერ დადგინდა. ზოგი არის უცხოური ნომრები, სხვადასხვა ქვეყნებიდან ნომრები და ამაზე მუშაობენ”, - აღნიშნა მინისტრმა.

ასევე, გომელაური ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის დეპუტატების, ალეკო ელისაშვილის და ლევან ხაბეიშვილის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე ცემის ფაქტს გამოეხმაურა და განმარტა, რომ აღნიშნულ ფაქტს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს.

“ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგი ვარ, რა თქმა უნდა, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება. ძალიან ცუდი ფაქტი იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება დაწყებული არ გვაქვს, ამას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს. ჩვენ მათთან ვთანამშრომლობთ”, - განმარტა გომელაურმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა