ვოლოდიმირ ზელენსკი კობახიძესთან შეხვედრაზე - ჩვენს ქვეყნებს შორის გადაუჭრელი საკითხები მართლაც არსებობს, მნიშვნელოვანია, დიალოგი ყველა დონეზე იყოს
ირაკლი კობახიძე ზელენსკისთან შეხვედრაზე - იყო მეგობრული და საინტერესო საუბარი
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
„ევროპული სკოლამ“ საგანმანათლებლო ინოვაციების საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა
მიხეილ სააკაშვილი - რამდენიმე კარგი ამბავი უნდა გითხრათ
ერევანში ვოლოდიმირ ზელენსკის და ირაკლი კობახიძის შეხვედრა გაიმართა
ირაკლი კობახიძე - მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს
ადმირალი ბრედ კუპერი - ჰორმუზის სრუტიდან გემების გაყვანის ოპერაციას 15 000 პერსონალი და 100-ზე მეტი თვითმფრინავი დაუჭერს მხარს

პრემიერ-მინისტრი აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ელჩებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ესაუბრა

15.04.2024 ნახვები: 511

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს, ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ კანონი სრულად შეესაბამება ყველა ძირითად სამართლებრივ პრინციპს და ის ემსახურება ერთადერთ მიზანს – არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედიასაშუალებების ფინანსების ყოველწლიურ გასაჯაროებას.

ირაკლი კობახიძის თქმით, მაშინ, როდესაც ხელისუფლება თავად აჩვენებს გამჭვირვალობის მაგალითს და ქვეყნდება მთავრობის ყველა გადაწყვეტილება თუ სამართლებრივი აქტი, გაუგებარია, რატომ არის მიუღებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტის დაკმაყოფილება.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ხელისუფლების სრული მზადყოფნა კანონთან დაკავშირებით ღია დისკუსიისთვის, რათა ქართულ საზოგადოებას და საქართველოს მეგობრებს არცერთი კითხვის ნიშანი არ დარჩეთ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა