ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day
FM Sybiha: Ukraine plans to buy weapons from Poland by year-end using EUR 125M loan
Defense Forces strike Russian Irbis mobile radar station
US considering easing sanctions on shadow fleet – Reuters
Zelensky, Macron discuss ways to counter Russian air attacks

ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავარწმუნო კომისიის წევრები-გიორგი კალანდარიშვილი

ნახვები: 548 ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავარწმუნო კომისიის წევრები-გიორგი კალანდარიშვილი

„ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ყველა დავარწმუნო იმაში, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის პოზიციაზე ჩემი კანდიდატურა ნამდვილად იმსახურებს და ღირსია, რომ კვლავაც მომეცეს შესაძლებლობა ვუხელმძღვანელო საარჩევნო ადმინისტრაციას", - ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, გიორგი კალანდარიშვილმა ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კონკურსის დაწყებამდე განუცხადა.


მისივე თქმით, მნიშვნელოვნად გაზრდილია გამჭვირვალობა, არაერთი სიახლე და სერვისი შესთავაზეს ამომრჩევლებს, რამაც უზრუნველყო სტანდარტის შესაბამისად არჩევნების ჩატარება.

"ჩემი არჩევიდან თითქმის 5 თვე გავიდა და ჩვენ, ძალიან მოკლე პერიოდში მოგვიწია ამ მნიშვნელოვანი საქმიანობის განხორციელება. თუმცა, რა თქმა უნდა, არც თავის დროზე და არც ახლა ჩემი ხედვები მოკლე ვადებს არ უკავშირდებოდა. მე მაქვს საკმაოდ გრძელვადიანი ხედვები და ჩემი ხელახალი არჩევის შემთხვევაში, თუ მომეცემა შესაძლებლობა, გვაქვს გრძელვადიანი გეგმა იმისა, თუ როგორ უნდა გადავიდეს საარჩევნო ადმინისტრაცია და ინსტიტუცია განვითარების ახალ ეტაპზე და როგორ უნდა განხორციელდეს შემდგომი ტრანსფორმაცია. ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავარწმუნო კომისიის წევრები, რომ ჩემი კანდიდატურა არის მართლაც ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატურა, რომელიც შეძლებს, 5 თვის წინ დაწყებული ინერცია გაგრძელდეს იგივე შემართებითა და ენერგიით", - აცხადებს კალანდარიშვილი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა