საპატრიარქო - კომისიამ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი
„კურიერის“ ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით სუს-ის მიერ დაკავებული პირი გიორგი უძილაურია
სუს-ის ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში, მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე დააკავეს
ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში შეხვედრებზე - პოლიტიკის დაუწერელი კანონია, რომ მტერსაც და მოყვარესაც ესაუბრო
Air Defense Forces shoot down one ballistic missile and 149 Russian drones
War update: 149 combat clashes over past day, with heaviest fighting in Huliaipole and Pokrovsk directions
Russia loses 970 troops, four air defense systems in war against Ukraine over past day
Russian strike coordinator disguised as older man detained in Zaporizhzhia

გიორგი ვაშაძე - მინდა მივმართო ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლებს - რატომ ხდება, რომ თქვენ მდიდრდებით და ხალხი ღარიბდება?

01.04.2024 ნახვები: 513

დღეს საქართველოში N1 პრობლემა უმუშევრობასთან ერთად, დაბალი ხელფასებია - მინდა მივმართო ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლებს - გაგვეცით პასუხი, რატომ ხდება, რომ თქვენ მდიდრდებით და ხალხი ღარიბდება? - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, საქართველოში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი უმუშევარია.

“დღეს საქართველოში N1 პრობლემა უმუშევრობასთან ერთად, დაბალი ხელფასებია. დაბალი ხელფასი = უმუშევრობას. მინდა კონკრეტული მონაცემები წარმოგიდგინოთ. ოფიციალური მონაცემებით, 261 700 უმუშევარი ადამიანია, ამ რიცხვს უნდა დავამატოთ 300 ლარამდე ხელფასის რაოდენობა - 63 653. 300-იდან 600 ლარამდე ხელფასზე საქართველოში მუშაობს 97 246 ადამიანი. ხოლო, 600-იდან 900 ლარამდე დასაქმებულია 117 012 ადამიანი. ყველა ეს მონაცემი ფაქტობრივად, უდრის უმუშევრობას. ფაქტობრივად, საქართველოში 539 611 უმუშევარი ადამიანია. წარმოიდგინეთ, ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი, ფაქტობრივად, უმუშევარია. სწორედ ამიტომაა, რომ 800 ათასზე მეტი ჩვენი თანამემამულე ემიგრაციაში წავიდა. გაზრდილი ფასების პირობებში ეს ხელფასი რომ არაფერია და არაფერს ყოფნის, ფაქტია. შესაბამისად, ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლებს მინდა დავუსვა კითხვა - თქვენ ამ ადამიანებს დასაქმებულებს რომ არქმევთ, წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გაქვთ ასეთი დაბალი შემოსავალი, თქვენს ოჯახებს არჩენდით ამ ხელფასებით? საკმარისი იქნებოდა? მთავარი კითხვაა - რატომ ხდება ეს უსამართლობა? ბატონი ღარიბაშვილი ძალიან ცინიკურად ესაუბრება ემიგრანტებს. გუშინ ამ ადამიანმა ემიგრანტებს უთხრა - “მერედა თუ არჩევნებში მონაწილეობა უნდათ, საქართველოში ჩამოვიდნენ”. გეგონება ეს ხალხი დალხენილი ცხოვრების გამო ან დასასვენებლად წავიდა უცხოეთში ისე ესაუბრებიან. 12 წელია ხელისუფლებაში ხართ და რა გააკეთეთ ამ ქვეყნისთვის? იმისთვის, რომ ემიგრაციაში არ წასულიყო ხალხი? იმისთვის, რომ ევროპული და ამერიკული ინვესტიციები მოგეზიდათ, რათა მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები შექმნილიყო?

მინდა მივმართო ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლებს - გაგვეცით პასუხი, რატომ ხდება, რომ თქვენ მდიდრდებით, ხალხი ღარიბდება?" - განაცხადა ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა