ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

სოზარ სუბარი - რაც ქართული ოპოზიციის 4-კაციანმა დელეგაციამ „ევრონესტთან“ დაკავშირებით გააკეთა, ამას ჰქვია ქვეყნის ღალატი და მეტი არაფერი

ნახვები: 547 სოზარ სუბარი - რაც ქართული ოპოზიციის 4-კაციანმა დელეგაციამ „ევრონესტთან“ დაკავშირებით გააკეთა, ამას ჰქვია ქვეყნის ღალატი და მეტი არაფერი

„ევრონესტთან“ დაკავშირებით რაც ქართული ოპოზიციის 4-კაციანმა დელეგაციამ გააკეთა, ამას ჰქვია ქვეყნის ღალატი და მეტი არაფერი, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

სუბარის თქმით, ეს არის პირდაპირ ხელის შეშლა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.

“ევრონესტთან” დაკავშირებით რაც ქართულმა ოპოზიციამ გააკეთა, 4 კაციანმა დელეგაციამ, ამას ჰქვია ქვეყნის ღალატი და მეტი არაფერი. ეს არის პირდაპირ ხელის შეშლის მცდელობა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, რაც, რა თქმა უნდა, იქნება წარუმატებელი. ისეთივე წარუმატებელი, როგორიც იყო მათი ხელის შეშლა, რომ საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი.

იცოდნენ თუ არა მათ ამ ინფორმაციის შესახებ? - თუ ვინმეს ვენდობით ამ ქვეყანაზე, ამ პარლამენტში ეს მაკა ბოჭორიშვილია, რომელიც, რა თქმა უნდა, ყოველთვის მხოლოდ სიმართლეს ლაპარაკობს. მაკა ბოჭორიშვილმა თქვა, რომ მან პირადად ჩააყენა საქმის კურსში ყველა ქართველი ოპოზიციონერი, ეს იყო ევროპარლამენტის “ევრონესტის”შესაბამის ვებ-გვერდზე ატვირთული, შესაბამისად ცხადია, ყველამ იცოდა და თვითონ, როცა ჩვენი ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობდნენ, რომ არ იცოდნენ, ტყუიან, რადგან მეორე მხრივ, ისინი ამბობდნენ, რომ შესწორებების შეტანას აპირებდნენ და თუ არ ჰქონდათ წაკითხული და თუ არ იცოდნენ, რომ ატვირთული იყო, რაში შეჰქონდათ შესწორება, იქნებ სრულიად მისაღები იყო ტექსტი? ანუ, აქედანაც ცხადად ჩანს, რომ ისინი ამბობენ ტყუილს და რატომ არ მოაწერეს ხელი? - იმიტომ, რომ უნდოდათ, საქართველო დაეზიანებინათ.

რატომ არ გააკეთა ქართულმა დელეგაციამ, რომ ჰქონოდათ მხარდაჭერა სხვების მხრიდან? - აქ ლაპარაკია უბრალოდ დარეგისტრირებაზე, რასაც 2 ხმა დააკლდა. ჰქონდათ თანხმობა უკრაინის პარლამენტარებისგან, რომ ისინი ხელს მოაწერდნენ ხელს, თუმცა სამწუხაროდ, ბოლო წუთს არ მოაწერეს, მაგრამ არც უკრაინელების ხმა არ დასჭირდებოდათ, 4 ქართველი ოპოზიციონერიდან 2-ს რომ ხელი მოეწერა ძალიან მარტივ ტექსტზე.

ამით არც არაფერი დაშავდება, არც შენელდება საქართველოს ევროინტეგრაცია, უბრალოდ თავისი მოღალატეობრივი ბუნება გამოავლინეს კიდევ ერთხელ”, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ცნობისთვის, პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ბრიუსელში „ევრონესტის“ ასამბლეაზე უკრაინის დელეგაციისა და ქართული ოპოზიციის უარის გამო, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით შემუშავებული რეზოლუცია ვერ დაინიცირდა.

როგორც ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა, რეზოლუციის ტექსტს მხარს მხოლოდ მოლდოვის დელეგაცია უჭერდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა