ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დაუშვა ტეხასის შტატში ახალი საიმიგრაციო კანონის მიღება, რომელიც მიგრანტების დაკავებას ითვალისწინებს

ნახვები: 545 აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დაუშვა ტეხასის შტატში ახალი საიმიგრაციო კანონის მიღება, რომელიც მიგრანტების დაკავებას ითვალისწინებს

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დაუშვა ტეხასის შტატში ახალი საიმიგრაციო კანონის მიღება, რომელიც მიგრანტების დაკავებას ითვალისწინებს.

აღნიშნული კანონპროექტი ტეხასის შტატის გუბერნატორმა, გრეგ ებოტმა დაამტკიცა, თუმცა კანონის მიღება უფლებადამცველებმა გაასაჩივრეს, რის შემდეგაც ის ქვედა ინსტანციის სასამართლომ დაბლოკა. ახლა კი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, კანონის ამოქმედებას შეძლებენ.

კანონი ადგილობრივ პოლიციას საშუალებას მისცემს, დააკავონ და ბრალი წაუყენონ მათ, ვინც ეჭვმიტანილია მექსიკის საზღვრის უკანონო გადაკვეთაში.

კანონის თანახმად, პოლიციის თანამშრომლებს შეეძლებათ, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო გააჩერონ და დააკავონ ნებისმიერი ეჭვმიტანილი, გარდა სკოლების, ჯანდაცვის დაწესებულებებისა და ღვთისმსახურების ადგილებისა.

დანაშაულისთვის სასჯელი შეიძლება, იყოს 2 000 დოლარამდე ჯარიმა ან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ეს დამოკიდებული იქნება კონკრეტული პირის კრიმინალურ ისტორიაზე.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ კანონს არაკონსტიტუციური უწოდა.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა