პატრიარქობის კანდიდატი, მეუფე გრიგოლი - პროგრამული ხედვის ძირითად პრინციპებს აქვეყნებს
გიორგი მიქაძე - 5 მილიონი კი არა, 5 მილიარდი რომ მომცენ, კაცს არ მოვკლავ
ბოლო ერთ კვირაში საწვავის ფასი კიდევ 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა
პროკურატურამ გიორგი უძილაურს ბრალდება წარუდგინა
ძმებს, დავით და გიორგი მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსულმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია
მეუფე ზენონი - პატრიარქის ინტრონიზაციაზე ლაპარაკი არ შეიძლება, ვიდრე ერთმანეთში ყველაფერი ნათელი არ გახდება
დონალდ ტრამპი - ჰორმუზის სრუტეში „პროექტი თავისუფლება“ მცირე დროით შეჩერდება

დმიტრო კულება - პუტინის ამბიციებს მხოლოდ მოლდოვით და საქართველოთი არ შემოვფარგლავდი

20.03.2024 ნახვები: 514

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინის ამბიციები არ შემოიფარგლება მისი უშუალო მეზობლების საზღვრებით და უფრო შორს წავა, იმდენად, რამდენის საშუალებასაც მას მისცემენ.

კულებამ გაიხსენა 2021 წლის ბოლოს რუსეთის მიერ გავრცელებული დოკუმენტი, რომელიც ნატო-ს 1997 წლის საზღვრებში დაბრუნებას ითხოვდა.

„პუტინის ამბიციებს მხოლოდ მოლდოვით და საქართველოთი არ შემოვფარგლავდი. მისი გეგმები ბევრად უფრო შორს მიდის და ის წავა იქამდე, სადამდეც ამის საშუალებას მისცემენ“, – განაცხადა კულებამ.

დმიტრო კულებას თქმით, სწორედ ამიტომ პუტინის შესაჩერებლად საუკეთესო გზა უკრაინის დახმარებაა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რა ფასიც არ უნდა ჰქონდეს ახლა უკრაინის დახმარებას, ომის საკუთარი ძალებით დაწყების ფასი გაცილებით მაღალია, მათ შორის, ადამიანის სიცოცხლის მაღალი ფასის გამო, რომელსაც ახლა უკრაინა იხდის.

დმიტრო კულებას განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ პუტინს სურს საბჭოთა კავშირის აღდგენა, მისი ამბიციები სცილდება უახლოესი მეზობლების საზღვრებს.

„ის არ ცნობს მრავალი სახელმწიფოს უფლებას, იყოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ამიტომ ცენტრალური აზიის ქვეყნებიც უნდა იყვნენ შეშფოთებული“, – დასძინა კულებამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა