ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day
FM Sybiha: Ukraine plans to buy weapons from Poland by year-end using EUR 125M loan

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - აშშ გმობს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყალბი არჩევნების ჩატარებას - გასაგებად რომ ვთქვათ - ლუგანსკი, დონეცკი, ზაპოროჟიე, ხერსონი და ყირიმი უკრაინაა

ნახვები: 548 აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - აშშ გმობს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყალბი არჩევნების ჩატარებას - გასაგებად რომ ვთქვათ - ლუგანსკი, დონეცკი, ზაპოროჟიე, ხერსონი და ყირიმი უკრაინაა

შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მცდელობებს, შეარყიოს უკრაინის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და პოლიტიკური დამოუკიდებლობა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყალბი არჩევნების ჩატარების გზით, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

„შეერთებული შტატები არასოდეს აღიარებს იმ ყალბი არჩევნების ლეგიტიმურობას ან შედეგებს, რომელიც ტარდება სუვერენულ უკრაინაში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ფარგლებში. გასაგებად რომ ვთქვათ : ლუგანსკი, დონეცკი, ზაპოროჟიე, ხერსონი და ყირიმი უკრაინაა“, - აღნიშნა მეთიუ მილერმა.

მისი თქმით, ეს სპექტაკლი კიდევ უფრო ადასტურებს, რომ რუსეთი აშკარად უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლით ნაკისრ ვალდებულებებს.

„შეერთებული შტატები გააგრძელებს ყველა ხელმისაწვდომი ინსტრუმენტის გამოყენებას, რათა პასუხისმგებლობა დაეკისროს პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან იმ ქმედებებზე, რომლებიც ძირს უთხრის თავისუფალი ქვეყნების სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას ან პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, მათ შორის, ვინც კრემლის ყალბი არჩევნების დამკვირვებლად მუშაობს უკრაინის ოკუპირებულ ნაწილებში“, - აღნიშნა მეთიუ მილერმა.

შეგახსენებთ, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. „არჩევნები“ მიმდინარეობს ანექსირებულ ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. კიევმა მოუწოდა უკრაინელებს, რომლებიც დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ, ან იძულებულნი არიან, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, „არ მიიღონ მონაწილეობა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის „ფსევდოარჩევნებში“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა