იქნებ სადმე ხანძარია? - დაპოსტე, რომ გავიგოთ!
ელენე ხოშტარია: ბიძინა ივანიშვილმა წინააღმდეგობის დასრულება არაერთხელ სცადა და არ გამოუვიდა – პარტიების აკრძალვაც მორიგი წარუმატებელი მცდელობა იქნება
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით Storm Shadow-ის რაკეტებს გადასცემს რუსეთის სამხედრო ობიექტებზე დარტყმებისთვის
ლევან ხაბეიშვილი ბათუმში ბადრაგირებას და საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე დასწრებას ითხოვს – „რეალურად ასამართლებენ ჩვენს სამშობლოს, საქართველოს“
ნიკო კვარაცხელიას დედა: უნდა გაირკვეს, ვინ დაუკვეთა ჩემი შვილის მკვლელობა – წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ დამკვეთი ისევ ხელისუფლებაშია
შსს-მ ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, მეტსახელად „კაწრო“, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავა
რომან გოცირიძე: რუსული დიზელის იმპორტი აშშ-ში საწვავის ფასებზე უმნიშვნელო გავლენას მოახდენს, სანაცვლოდ კი ტრამპს რეპუტაციულ ზიანს მიაყენებს
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია

ირაკლი კობახიძე - მაქსიმალურად მოვითხოვოთ კეზერაშვილის, ადეიშვილის, ლორთქიფანიძისა და სხვათა გადაადგილების შეზღუდვა ევროპულ სივრცეში

ნახვები: 550 ირაკლი კობახიძე - მაქსიმალურად მოვითხოვოთ კეზერაშვილის, ადეიშვილის, ლორთქიფანიძისა და სხვათა გადაადგილების შეზღუდვა ევროპულ სივრცეში

ჩვენთვის შემაშფოთებელია, რომ ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან კეზერაშვილი, ადეიშვილი, ლორთქიფანიძე და სხვები, სარგებლობენ თავისუფალი მიმოსვლით ევროპის მასშტაბით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ადამიანებს ჩადენილი აქვთ უმძიმესი დანაშაულები, არიან მსჯავრდებულები უმძიმესი დანაშაულის გამო, გარდა ამისა, არის სერიოზული საფუძვლიანი ეჭვი, რომ მათ შორის კონკრეტული ადამიანები, დღესაც ჩადიან უმძიმეს დანაშაულებს ევროკავშირის მოქალაქეების წინააღმდეგ.

„ამასთან დაკავშირებით „ბიბისიმაც“ კი გაავრცელა საგანგებოდ ფილმი. ასეთ დროს, როცა ასეთი ადამიანები სარგებლობენ თავისუფალი მიმოსვლით ევროპაში, ჯერ ქართველებს ძარცვავდნენ, ახლა ევროპელებს, ეს ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი და შემაშფოთებელია. როდესაც ზურაბ ადეიშვილი, რომელსაც უამრავი უმძიმესი დანაშაული აქვს ჩადენილი, ხვდება ევროკავშირში ოფიციალურ თანამდებობის პირებს ან ბერლინში ოფიციალური თანამდებობის პირებს, ეს არის შემაშფოთებელი. ამას უყურებს საზოგადოება და ასეთ დროს საზოგადოებაში შეიძლება, გაჩნდეს მძიმე აღქმები, თუ რამდენად არის ევროპული ბიუროკრატია სამართლის უზენაესობის, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების ერთგული. ასეთი ნეგატიური აღქმები რომ არ იყოს ჩამოყალიბებული, ასეთი ვიზიტები უნდა შეწყდეს, თუ იქნება საჭირო და ასეთი ზომები იქნება ალბათ მისაღები, ყველა შესაბამისი სამართლებრივი ზომა იქნება გამოყენებული, რათა ჩვენ მაქსიმალურად მოვითხოვოთ ამ ადამიანების გადაადგილების შეზღუდვა ევროპულ სივრცეში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა