მიტროპოლიტი იობი პროგრამული ხედვისა და ძირითადი პრიორიტეტების შესახებ წერილს აქვეყნებს
პატრიარქობის კანდიდატი, მეუფე გრიგოლი - პროგრამული ხედვის ძირითად პრინციპებს აქვეყნებს
გიორგი მიქაძე - 5 მილიონი კი არა, 5 მილიარდი რომ მომცენ, კაცს არ მოვკლავ
ბოლო ერთ კვირაში საწვავის ფასი კიდევ 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა
პროკურატურამ გიორგი უძილაურს ბრალდება წარუდგინა
ძმებს, დავით და გიორგი მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსულმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია
მეუფე ზენონი - პატრიარქის ინტრონიზაციაზე ლაპარაკი არ შეიძლება, ვიდრე ერთმანეთში ყველაფერი ნათელი არ გახდება

დღეს ივანიშვილი კი არ არის "ოცნების" სახე, არამედ მის მიერ გამოზრდილი ეს წიწილაა -მირცხულავა ზარქუაზე

13.03.2024 ნახვები: 506

"საქართველოს მოქალაქე, რომელიც შეურაცხყოფილი არ დარჩა პოლიტიკური ჩარჩის, ვინმე ზარქუას გამონათქვამით - "ბაზარში დადიხარ ბიჭო?", არის მორალურად და ზნეობრივად დეგრადირებული", -ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა წერს
 
"საქართველოს მოქალაქე, რომელიც შეურაცხყოფილი არ დარჩა პოლიტიკური ჩარჩის, ვინმე ზარქუას გამონათქვამით - "ბაზარში დადიხარ ბიჭო?", არის მორალურად და ზნეობრივად დეგრადირებული.
ეს ფრაზა არ ეკუთვნოდა ხაბეიშვილს - ეს გვეხება ყველას, ვინც პატიოსნად ვცხოვრობთ და იმისთვის, რომ ოჯახები გამოვკვებოთ თითოეულ თეთრს და ლარს ვითვლით.
ვისაც მიაჩნია, რომ ფრაზა და დაცინვა, პოლიტიკურ პაექრობაში სარკაზმია და იმიტომ ითქვა, რომ ნაცები ყველაფერი ღირსი არიან, ტვინი გაანძრიეთ - როგორი შეურაცხყოფა მოგაყენეს, როგორ გაბითურებენ. ანუ ბაზარში სიარული მინიმუმ უხერხულია და ქინძისა და ოხრახუშის ფასზე შევაჭრება კიდეც სირცხვილი.
ეგეც არ იყოს, თუნდაც საკუთარ სინდისთან კომპრომისით, თუ იმ ჩვენებას მიაწვებით, რომ ფრაზა მაინც ხაბეიშვილს ეკუთვნოდა, მაშინ იმაზე დაფიქრდით რა გვითხრა ამ ფრაზით "ოცნებამ"? რომ პოლიტიკოსი ბაზარში არ უნდა დადიოდეს,რომ ეს "გრეხია", ტეხავს, უხერხულია - სად ბაზარში მყოფი და მოსიარულე ის მდაბიოები და სად აღზევებული ოცნების ელიტა.
ხვდებით მაინც ეს მენტალურად ღატაკი, საკუთარი მდგომარეობითა და სტატუსით გაზულუქებული, პოლიტიკური ვაჭრუკანა რა სიმაღლიდან გვესაუბრება?
ჰო, დღეს ივანიშვილი კი არ არის "ოცნების" სახე, არამედ მის მიერ გამოზრდილი ეს წიწილაა, რომელსაც აქვს იმის უფლება ხალხზე ასეთი წარმოდგენა ჰქონდეს. და განა მხოლოდ მას? დააკვირდით "ოცნების" ლიდერებს - ყველა ერთი სახისა და მორალის მატარებელია ამ კონტექსტში", -წერს მირცხულავა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა