ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

აშშ უკრაინას 300 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

ნახვები: 546 აშშ უკრაინას 300 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

აშშ უკრაინას 300 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა ბრიფინგზე გამოაცხადა.

“დღეს პრეზიდენტ ბაიდენის სახელით უსაფრთხოების სასწრაფო დახმარების პაკეტის შესახებ ვაცხადებ, 300 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღითა და აღჭურვილობით, რათა დაკმაყოფილდეს უკრაინის ზოგიერთი, ყველაზე კრიტიკული საჭიროება”, - განაცხადა სალივანმა.

მან განმარტა, რომ აღნიშნული პაკეტისთვის სახსრები “გაუთვალისწინებელი ეკონომიის” გამო გაჩნდა, პენტაგონის მიერ უკვე გაფორმებულ კონტრაქტებში კიევისთვის გადაცემული იარაღის ჩასანაცვლებლად, ამიტომ აღნიშნული პაკეტის გადაცემა ამერიკის უსაფრთხოებაზე არ აისახება.

“ეს პაკეტი, რომელსაც ვაცხადებთ, მოიცავს დიდი რაოდენობით საარტილერიო ჭურვს, HIMARS სისტემებისთვის GMLRS რაკეტებს. ეს დახმარებაა, რომელიც ძალიან სჭირდება უკრაინას იმისთვის, რომ თავს იცავდეს რუსული თავდასხმებისგან”, - განაცხადა სალივანმა.

ცნობისთვის, ეს უკრაინისთვის ამერიკული სამხედრო დახმარების პირველი პაკეტია 2023 წლის დეკემბრიდან, იმის ფონზე, რომ კიევისთვის დამატებითი სახსრების გამოყოფაზე (დაახლოებით 60 მილიარდი აშშ დოლარი) კენჭისყრის გამართვა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელების მიერ იბლოკება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა