ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ადამიანს, რომელსაც ოცნებაც კი არ შეეძლო, რომ პრეზიდენტი გახდებოდა, ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა მოკიდა ხელი და დასვა პრეზიდენტად - ღარიბაშვილი

ნახვები: 544 ადამიანს, რომელსაც ოცნებაც კი არ შეეძლო, რომ პრეზიდენტი გახდებოდა, ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა მოკიდა ხელი და დასვა პრეზიდენტად - ღარიბაშვილი

საქმე გვაქვს ძალიან დიდ უბედურებასთან - ადამიანს, რომელსაც ოცნებაც კი არ შეეძლო, რომ პრეზიდენტი გახდებოდა, „ქართულმა ოცნებამ“ და ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა მოკიდა ხელი და დასვა პრეზიდენტად, რამდენიმე წელიწადში ვხედავთ, როგორაა ჩართული დესტრუქციული ძალის ფერხულში,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში პარტიულ აქტივთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ძალიან მალე, მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო ვადა ამოეწურება, „მის მოღვაწეობაზე ქართველი ხალხი შესაბამის დასკვნას გააკეთებს“.

„ყოველ კვირა ვისაუბრო კონსტიტუციის დამრღვევ პრეზიდენტზე, ადამიანზე, არასწორია. სამწუხაროდ, საუბედუროდ, საქმე გვაქვს ძალიან დიდ უბედურებასთან - ადამიანს, რომელსაც წარმოდგენა და ოცნებაც კი არ შეეძლო, რომ პრეზიდენტი გახდებოდა და რომლის რეიტინგიც დაახლოებით 1% იყო, „ქართულმა ოცნებამ“ და ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა მოკიდა ხელი და დასვა პრეზიდენტად. რამდენიმე წელიწადში ვხედავთ, როგორაა ჩართული სალომე ზურაბიშვილი დესტრუქციული, მტრული, ანტიქართული, ანტიეროვნული ძალის პოლიტიკაში, ფერხულში, მათთან კოორდინაციაში. სამწუხაროა, მაგრამ ქართველი ხალხი ძალიან მალე გამოიტანს შესაბამის გადაწყვეტილებას. ძალიან მალე დაუმთავრდება სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის ვადა და ქართველი ხალხი შესაბამის დასკვნას გააკეთებს მის მოღვაწეობაზე“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა