ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ხატია დეკანოიძე - ადეიშვილი მუშაობს უკრაინაში და ბუნდესტაგში, სავარაუდოდ, წარმოადგენდა იმ ქვეყანას, სადაც მუშაობს

ნახვები: 540 ხატია დეკანოიძე - ადეიშვილი მუშაობს უკრაინაში და ბუნდესტაგში, სავარაუდოდ, წარმოადგენდა იმ ქვეყანას, სადაც მუშაობს

ადეიშვილი არის უკრაინაში და, სავარაუდოდ, წარმოადგენდა იმ ქვეყანას, სადაც მუშაობს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში ყოფნის ფაქტს გამოეხმაურა.

ხატია დეკანოიძის თქმით, გაუგებარია, რატომ არის ეს საკითხი მტკივნეული „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისთვის.

„არ მაქვს ინფორმაცია, რა კონტექსტში და რატომ არის იქ, მაგრამ, ერთადერთი, შემიძლია გითხრათ, რომ ადეიშვილი არის უკრაინაში, იქ მუშაობს და, სავარაუდოდ, წარმოადგენდა იმ ქვეყანას, სადაც მუშაობს. ამიტომ, არ ვიცი, რატომ არის ასე მტკივნეული ეს თემა. ვფიქრობ, ამაში განსაკუთრებული არაფერია. ბევრი გამოწვევა გვაქვს, რასაც უნდა უპასუხოს „ქართულმა ოცნებამ“ და არა წარსულის აჩრდილებზე ისაუბროს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი და ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, უკრაინის გენერალურ პროკურორთან, ანდრეი კოსტინთან ერთად, ბუნდესტაგის პლენარულ სხდომას ესწრებოდა. შესაბამისი მასალა ბუნდესტაგის ვებგვერდზეა განთავსებული. აღნიშნულ სხდომაზე უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღების მიწოდების საკითხი განიხილებოდა. ზურაბ ადეიშვილი საქართველოში რამდენიმე საქმეზეა ბრალდებული, რამდენიმეზე კი – მსჯავრდებული.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა