იქნებ სადმე ხანძარია? - დაპოსტე, რომ გავიგოთ!
ელენე ხოშტარია: ბიძინა ივანიშვილმა წინააღმდეგობის დასრულება არაერთხელ სცადა და არ გამოუვიდა – პარტიების აკრძალვაც მორიგი წარუმატებელი მცდელობა იქნება
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით Storm Shadow-ის რაკეტებს გადასცემს რუსეთის სამხედრო ობიექტებზე დარტყმებისთვის
ლევან ხაბეიშვილი ბათუმში ბადრაგირებას და საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე დასწრებას ითხოვს – „რეალურად ასამართლებენ ჩვენს სამშობლოს, საქართველოს“
ნიკო კვარაცხელიას დედა: უნდა გაირკვეს, ვინ დაუკვეთა ჩემი შვილის მკვლელობა – წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ დამკვეთი ისევ ხელისუფლებაშია
შსს-მ ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, მეტსახელად „კაწრო“, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავა
რომან გოცირიძე: რუსული დიზელის იმპორტი აშშ-ში საწვავის ფასებზე უმნიშვნელო გავლენას მოახდენს, სანაცვლოდ კი ტრამპს რეპუტაციულ ზიანს მიაყენებს
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია

„ევროოპტიმისტები“ - მმართველ პარტიას აეკრძალოს შემოწირულობის მიღება ტენდერებში გამარჯვებული კომპანიებისგან

ნახვები: 550 „ევროოპტიმისტები“ - მმართველ პარტიას აეკრძალოს შემოწირულობის მიღება ტენდერებში გამარჯვებული კომპანიებისგან

ოპოზიციონერი დეპუტატები რომან გოცირიძე და ხატია დეკანოიძე საკანონმდებლო ინიციატივით გამოდიან, მმართველ პოლიტიკურ პარტიას აეკრძალოს შემოწირულობის მიღება სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებული იმ კომპანიებისგან, რომლებმაც წელიწადის განმავლობაში შესყიდვებში ერთ მილიონ მეტი მიიღეს. შესაბამისი ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ცვლილებებით, საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი პოლიტიკური პარტიის მიმართ კორუფციული გარიგების საფუძველზე მოპოვებული ფინანსური შემოწირულობის მიღების აკრძალვა მოხდება. კერძოდ, კანონპროექტიდ მიხედვით, იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის წევრიც შედის პარლამენტის საპარლამენტო უმრავლესობაში, ეკრძალება შემოწირულობის მიღება საჯარო შესყიდვისას ერთჯერადად ან ჯამურად, ერთი წლის განმავლობაში ერთი მილიონი ლარის ან მეტი ღირებულების შესყიდვაში/შესყიდვებში გამარჯვებული „საჯარო შესყიდვების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული მიმწოდებლის დირექტორის, ხელმძღვანელი ორგანოს წევრის, სამეთვალყურეო საბჭოს წევრის და მიმწოდებლის კაპიტალის 10 პროცენტზე მეტი წილის მფლობელის მხრიდან, მათ მიერ აღნიშნულ შესყიდვაში/შესყიდვებში გამარჯვებიდან სამი წლის განმავლობაში.

ცვლილებების ინიციატორებს მიაჩნიათ, რომ „აუცილებელია მოხდეს საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი პოლიტიკური პარტიის მიმართ შემოწირულობის მიღების აკრძალვა კონკრეტული ღირებულების მქონე საჯარო შესყიდვაში/შესყიდვებში გამარჯვებული კომპანიის ხელმძღვანელი პირების მხრიდან, განსაზღვრული ვადის განმავლობაში, რითაც დაზღვეული იქნება ისედაც მეტი ძალაუფლების მქონე პარტია დამატებითი კორუფციული ფინანსური წყაროებით მიღებული შემოსავლებისაგან, ხოლო ტენდერის პროცედურა გაცილებით ობიექტურად და შესაბამისად – რაციონალურად ჩატარდება, ეს კი შეამცირებს საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვას. ლამისი თვალსაჩინო მაგალითია ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის 42-კმ-იანი მონაკვეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომელიც 2017 წელს დაიწყო და 2 წელიწადში, 2019 წელს, უნდა დასრულებულიყო. მას შემდეგ გავიდა ხუთი წელიწადი და ამ გზის მშენებლობა ჯერ კიდევ არ დასრულებულა. არაერთხელ შეიცვალა ამ პროექტის ღირებულება, დასრულების თარიღი და კონტრაქტორი კოპანია. 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კაპიტალური პროექტების შესახებ დანართში მისი მთლიანი ღირებულება განსაზღვრული იყო 85 მილიონი ლარის ოდენობით, ხოლო 2024 წლის მონაცემებით მისი ღირებულება გაზრდილია 151 მილიონ ლარამდე. მოცემულ სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილე ერთ-ერთი კომპანიის შპს „არალის“, რომელთანაც სახელმწიფომ შეწყვიტა ხელშეკრულება შეუსრულებელი სამუშაოების გამო, დირექტორსა და 25%-იანი წილის მმართველს დემეტრე თათეშვილს, 2021 წლის აგვისტოში, მმართველი პარტიისთვის 50 000 ლარი აქვს გადარიცხული. თვითონ კომპანიის სახელით კი 2017 წელს, იმავე პარტიის სასარგებლოდ, 40 000 ლარი გადაირიცხა”, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა