ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

იაგო ხვიჩია - შალვა პაპუაშვილის და „ქართული ოცნების“ ეკონომიკური პარამეტრები ნამდვილად კარგ მდგომარეობაში იქნება

ნახვები: 544 იაგო ხვიჩია - შალვა პაპუაშვილის და „ქართული ოცნების“ ეკონომიკური პარამეტრები ნამდვილად კარგ მდგომარეობაში იქნება

შალვა პაპუაშვილის და „ქართული ოცნების“ ეკონომიკური პარამეტრები ნამდვილად კარგ მდგომარეობაში იქნება, მაგრამ მგონი ერთხელ ქუჩაში უნდა გაიარო და მიხვდები ქართველი ხალხის ეკონომიკურ მდგომარეობა როგორია, - ასე ეხმიანება "გირჩის" დეპუტატი იაგო ხვიჩია პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომ ფონდ "ჰერითიჯის" 2024 წლის ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველომ კვლავ გაიუმჯობესა შედეგები და "მთავრობის კეთილსინდისიერების“ მაჩვენებლით 38-ე ადგილი დაიკავა.

ხვიჩია აცხადებს, რომ თავად ქუჩაში ვერ გრძნობს, რომ ხალხმა ეკონომიკური მდგომარეობა გაიუმჯობესა.

„ჩემი აზრით, ბატონი შალვა პაპუაშვილის და "ქართული ოცნების" ეკონომიკური პარამეტრები, ნამდვილად კარგ მდგომარეობაში იქნება, ამიტომ ამაში ისინი მართლები არიან, დარწმუნებული ვარ, მაგრამ რაც შეეხება ქართველი ხალხის ეკონომიკურ მდგომარეობას, მგონი ქუჩაში უნდა გაიარო ერთხელ, ცენტრში არა თან, თბილისის გარეუბნებში და მიხვდები, ეკონომიკური პარამეტრები მართლა მწყობრშია თუ არა ქართველი ხალხის აზრით. მე ასე ვერ ვგრძნობ სამწუხაროდ, როცა ქუჩაში ვმოძრაობ,"- განაცხადა ხვიჩიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა