ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

კირილ ბუდანოვი - რუსეთთან ომის „გაყინვა“ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის აღიარებას ნიშნავს

ნახვები: 546 კირილ ბუდანოვი - რუსეთთან ომის „გაყინვა“ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის აღიარებას ნიშნავს

რუსეთთან ომის „გაყინვა“ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის აღიარებას ნიშნავს, ამიტომ უკრაინა მსგავს ნაბიჯს არასოდეს გადადგამს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა CBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, რუსები დიდი სიამოვნებით გაყინავდნენ ყველაფერს ისე, როგორც ეს არის ახლა და აიძულებენ უკრაინას, დაპყრობილი ტერიტორია რუსეთის ტერიტორიად აღიაროს.

"ამ შემთხვევაში ისინი იზეიმებენ გამარჯვებას. ეს არასდროს მოხდება", - აღნიშნა ბუდანოვმა.

ამასთან, მან აღიარა, რომ რუსეთმა როგორღაც შეძლო, მიეღო საიდუმლო ინფორმაცია უკრაინის კონტრშეტევის გეგმების შესახებ.

"იმაზე მეტს არ ვიტყვი, რაც პრეზიდენტმა თქვა. ჩვენ მივიღეთ, ვთქვათ, ინფორმაცია, მტკიცებულება, რომ გეგმები ცნობილი გახდა რუსეთისთვის. ეს არის სერიოზული პრობლემა და ჩვენ გარკვეულ ზომებს ვიღებთ", - აღნიშნა ბუდანოვმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა