ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

დანიგანი - აშშ ყველა მხარესთან მუშაობას გააგრძელებს, რათა ქართველებმა იცოდნენ, რომ მათი ხმები სამართლიანად არის დათვლილი

ნახვები: 541 დანიგანი - აშშ ყველა მხარესთან მუშაობას გააგრძელებს, რათა ქართველებმა იცოდნენ, რომ მათი ხმები სამართლიანად არის დათვლილი

ქართველებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი ხმები სამართლიანად არის დათვლილი, საარჩევნო პროცესი კი თავისუფალი და სამართლიანია, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მე რამდენიმე თქვენგანს არჩევნების შესახებ პირადად ვესაუბრე და ვიცი, რომ თქვენ იზიარებთ ჩვენს შეხედულებას იმასთან დაკავშირებით, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები დემოკრატიის ქვაკუთხედს წარმოადგენს.

აშშ ყველა მხარესთან მუშაობას გააგრძელებს, თქვენთან პარლამენტში, მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ოპოზიციურ პარტიებთან და განსაკუთრებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, რათა ქართველებმა იცოდნენ, რომ მათი ხმები სამართლიანად არის დათვლილი, მათ მიერ მიცემული ხმები ფარულია, პროცესი კი თავისუფალი და სამართლიანია“, - განაცხადა რობინ დანიგანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა