ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

არჩილ თალაკვაძე ვაშაძეს - თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ევროპასთან უვიზო რეჟიმი რომ გვქონოდა, ქვეყანაში კარის გამომხურავი და შუქის ჩამქრობი არ დარჩებოდა

ნახვები: 546 არჩილ თალაკვაძე ვაშაძეს - თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ევროპასთან უვიზო რეჟიმი რომ გვქონოდა, ქვეყანაში კარის გამომხურავი და შუქის ჩამქრობი არ დარჩებოდა

თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ევროპასთან უვიზო რეჟიმი რომ გვქონოდა, ამ ქვეყანაში კარის გამომხურავი და შუქის ჩამქრობი არ დარჩებოდა - საქართველოდან ემიგრაციაში წასულთა რეკორდი თქვენს ხელისუფლებას ეკუთვნის , - ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციონერ კოლეგას გიორგი ვაშაძეს.

თალაკვაძემ “ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მიგრაციის გაზრდის თაობაზე გაკეთებულ განცხადებას პროპაგანდისტული ტყუილი უწოდა.

“მახსენდება პროპაგანდის ერთი ცნობილი მინისტრის დევიზი, რომ თუ სიცრუეს ბევრჯერ გაიმეორებ, ის სიმართლე გახდება - როგორც ჩანს, გიორგი ვაშაძეს ამ პარადიგმის სჯერა. პარლამენტის ტრიბუნიდან ყოველ ჯერზე იმეორებს, რომ თითქოს “ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მიგრაცია გაიზარდა და საქართველოში არცერთ მოქალაქეს დარჩენა აღარ უნდა - ყველას წასვლა უნდა.

მინდა შეგახსენოთ, რომ თქვენი ტერმინით “საქართველოდან გაქცეული ხალხის“, აკადემიური ტერმინით კი, საქართველოდან ემიგრაციაში წასული მოქალაქეების რეკორდი თქვენს ხელისუფლებას ეკუთვნის. ეს იყო 107 ათასი მოქალაქე ერთი წლის განმავლობაში, თან მაშინ როდესაც ქვეყანაში სრული ტერორი გქონდათ, გამსვლელ-შემომსვლელს თქვენ აკონტროლებდით და საქართველო უვიზო რეჟიმი არ ჰქონდა“, - განაცხადა თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

პარლამენტში ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს უსმენენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა