გელა ხასაიასა და მასთან ერთად დაკავებულ ვასილ ქერდიყოშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
ლევან ხაბეიშვილი - მე მთავარი ოპოზიციური პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ვარ და განცხადებას პოლიტიკურ საბჭოსთან შეთანხმებით ვაკეთებდი, რომელიც პოლიტიკური დაპირება იყო - ვახმოვანებდი 120 კაცის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას
ბადრი ჯაფარიძე - სონატა კოლტერთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ მნიშვნელობაზე, რომელიც აქვს აშშ-ს საქართველოს უსაფრთხოებისთვის და ეკონომიკური განვითარებისთვის
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ – სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციისთვის შექმნილი მდინარაძის ახალი თანამდებობა კანონიერების პრინციპს და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ძალიან კარგი საუბარი მქონდა დონალდ ტრამპთან
მოსკოვზე, იაროსლავსა და როსტოვზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა
ვოლოდიმირ ზელენსკი - უცნაურია ზოგიერთი ქვეყნის ლიდერის სურვილი, მოსკოვს ეწვიოს ამ დღეებში - არ გირჩევთ
ანდრია ჯაღმაიძე - გარკვეული „არაკორექტული გამოსვლები, ემოციური კომენტარების“ მიუხედავად ეპისკოპოსებს შორის დაპირისპირება არ არის

მესიმ თავისი მე-8 „ოქროს ბურთი“ „ბარსელონას“ მუზეუმს გადასცა

21.02.2024 ნახვები: 518

ლიონელ მესიმ თავის კარიერაში მე-8 „ოქროს ბურთი“ საკლუბო მუზეუმს გადასცა, – იტყობინება ჟურნალისტი მიკელ ბლასკესი.

არგენტინელმა ეს ჯილდო მაშინ მოიგო, როცა „ბარსელონაში“ აღარ თამაშობდა, მაგრამ გადაწყვიტა, პრიზი მიეცა იმ მუზეუმისთვის, სადაც ინახება მისი შვიდი წინა „ოქროს ბურთი“.

მესი „ბარსელონაში“ 2003-21 წლებში თამაშობდა. ახლა ის „ინტერ მაიამის“ ფეხბურთელია.

ლიონელ ანდრეს „ლეო“ მესი (ესპ. Lionel Andres Messi; დ. 24 ივნისი, 1987, როსარიო, სანტა-ფეს პროვინცია, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი, თავდამსხმელი. საფეხბურთო კლუბ „ინტერ მაიამის“ და არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანი. ესპანეთის პრიმერა დივიზიონის, „ბარსელონასა“ და არგენტინის ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი. ოქროს ბურთის რვაგზის და ოქროს ბუცის ექვსგზის მფლობელი. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონი არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი.[9][10] საყოველთაოდ აღიარებულია ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს და მსოფლიოს საუკეთესო თანამედროვე ფეხბურთელად.[11][12][13][14][15][16]

„ბარსელონას“ აკადემიის აღზრდილი. 17 წლის ასაკში უკვე პირველი გუნდის ღირსებას იცავდა. ესპანეთის ათგზის ჩემპიონი, ესპანეთის თასის შვიდგზის და ესპანეთის სუპერთასის რვაგზის მფლობელი, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის თასის ოთხგზის, უეფა-ს სუპერთასის სამგზის და ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის თასის სამგზის მფლობელი „ბარსელონას“ შემადგენლობაში. მის საფეხბურთო სტილს დიეგო მარადონას სტილს ადარებენ, რომელიც მესის თავის მემკვიდრედ მიიჩნევდა.

მესიმ ფეხბურთის თამაში ოთხი წლის ასაკიდან დაიწყო. „ბარსელონამ“ მისი პოტენციალი მალევე აღმოაჩინა. „ბარსელონამ“ მესის „ნიუელს ოლდ ბოისიდან“ „ბარსელონაში“ გადასვლა და ზრდის ჰორმონების დაავადების მკურნალობა შეთავაზა. 2004–05 წლების სეზონში მან სადებიუტო მატჩი ჩაატარა ბარსელონას რიგებში და რეკორდი დაამყარა, როგორც ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც გოლი გაიტანა ლა ლიგაში. იმავე სეზონში „ბარსელონამ“ ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მისი პირველი კარგი სეზონი 2006–07 წლების იყო, რომლის ელ კლასიკოშიც ჰეთ-თრიკი შეასრულა და ლა ლიგა 26 თამაშში 14 გოლით დაასრულა. 2008–09 წლების სეზონში მესიმ 38 გოლი გაიტანა და ლომის წილი ჩადო „ბარსელონას“ ტრიპლეტის მოგებაში. მომდევნო, 2009–10 წლების სეზონში მესიმ ყველა შეჯიბრებაში ერთად 47 გოლი გაიტანა, რითაც რონალდოს გაუთანაბრდა ერთ სეზონში გატანილი გოლებით.

მესი 2005 წლის ფიფას მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 6 გოლით, რომელთაგან ორი ფინალში გაიტანა. ამის შემდეგ მალევე, იგი არგენტინის ეროვნულ ნაკრებში დამკვიდრდა. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინელთა მიერ ჩატარებული ხუთი მატჩიდან მან სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა. ამ გოლით მესი ყველაზე ახალგაზრდა არგენტინელი ფეხბურთელი გახდა, ვინც მსოფლიო ჩემპიონატზე გოლის გატანა შეძლო. 2008 წელს, პეკინში მან თავისი პირველი ეროვნული მედალი მოიგო არგენტინის ოლიმპიურ გუნდთან ერთად.

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მესი არგენტინის ნაკრებთან ერთად ვერცხლის პრიზიორი გახდა, თავად მესი კი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. 2021 წლის კოპა ამერიკაზე მესიმ არგენტინის ნაკრებთან ერთად პირველად მოიპოვა ჩემპიონის ტიტული და სამხრეთ ამერიკის თასს დაეუფლა. ამასთან, როგორც 4 გოლისა და 5 საგოლე გადაცემის ავტორს ტურნირის საუკეთესო ბომბარდირის პრიზი გადაეცა, გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელადაც იგი დაასახელეს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა