ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ზურაბ ჭიაბერაშვილი ევროპარლამენტარების ხელმოწერებზე - არ არის გასაკვირი, რომ ჩვენი გულშემატკივრები ითხოვენ პოლიტიკური დევნის დასრულებას

ნახვები: 541 ზურაბ ჭიაბერაშვილი ევროპარლამენტარების ხელმოწერებზე - არ არის გასაკვირი, რომ ჩვენი გულშემატკივრები ითხოვენ პოლიტიკური დევნის დასრულებას

მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობა არის ერთ-ერთი ძირითადი წინაღობა იმისა, რომ საქართველოში ჩატარდეს მეტ-ნაკლებად დემოკრატიული არჩევნები, - ასე შეაფასა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ევროპარლამენტარები აგროვებენ ხმებს იმისთვის, რომ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს.

 

ჭიაბერაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა წინაღობაა, რომ არჩევნებზე თავისუფალი და კონკურენტული გარემო იყოს.

 

„შესაბამისად, ეს წინაღობა არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, რომელმაც გზა უნდა გაუხსნას ხელისუფლების ცვლილებას და საბოლოდ, ჩვენი ხალხის ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლას მომავალში. ეს პირველ რიგში, ძალიან კარგად ესმით ჩვენს მოქალაქეებს, აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს პოლიტიკური დევნის დასრულებას და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. რა თქმა უნდა, ესმით ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს. აქედან გამომდინარე, არ არის გასაკვირი, რომ საქართველოს ყველა გულშემატკივარი ითხოვს საქართველოში პოლიტიკური დევნის დასრულებას და რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილმა ეს პოლიტიკური დევნა უნდა დაასრულოს“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

 

დამაზუსტებელ კითხვაზე, აქვს თუ არა მას ინფორმაცია, რომ ევროპარლამენტარები ხელმოწერებს აგროვებენ, ჭიაბერაშვილმა უპასუხა:

 

„ჩვენ მომდევნო თვეების განმავლობაში ვნახავთ არაერთ მცდელობას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რომელიც მიმართული იქნება იმისკენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური უფლება და დაასრულოს ქვეყანაში პოლიტიკური დევნა“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა