ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

კახა კალაძე - ხაზარაძე არაფრით განსხვავდება იმ რადიკალებისგან, რომლებიც დღეს პოლიტიკურ ველზე წარმოადგენენ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს

ნახვები: 543 კახა კალაძე - ხაზარაძე არაფრით განსხვავდება იმ რადიკალებისგან, რომლებიც დღეს პოლიტიკურ ველზე წარმოადგენენ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს

მამუკა ხაზარაძე არის ჩვეულებრივი "ლუზერი" რადიკალი, არაფრით განსხვავდება იმ რადიკალებისგან, რომლებიც დღეს პოლიტიკურ ველზე წარმოადგენენ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს, ანუ სახელები ჰქვიათ სხვადასხვა, თუმცა, რეალობაში ყველანი მიშას შვილები არიან, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

 

როგორც კალაძემ აღნიშნა, წინა ხელისუფლების დროს, ყველა იმ რადიკალ პოლიტიკურ სუბიექტს, ვინც ახლა ოპოზიციურ პოლიტიკურ ველზეა, სხვადასხვა ფუნქცია ჰქონდა. მისივე თქმით, საზოგადოებას კარგად ახსოვს ყველა მათგანის, მათ შორის, მამუკა ხაზარაძის წარსული და მისი ფუნქციები.

 

"თუ რა ფუნქცია ჰქონდა ვაჟბატონს [მამუკა ხაზარაძეს] და რა სიბინძურით იყო დაკავებული, რას აკეთებდა, ეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ და საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. არ სჭირდება საზოგადოებას შეხსენება, ვინ არის, რა წარსულის მქონე ადამიანია და ეს მუქარები, წარმოიდგინეთ, მისი გადმოსახედიდან, მაშინ პოლიტიკაში არ უნდა იყოს და გაქცეული უნდა იყოს. ამგვარია ხაზარაძისეული პოლიტიკა და მისი შეხედულებები. სამარცხვინოა, ასეთი ადამიანები საერთოდ, პოლიტიკაში კი არა, პოლიტიკაზე ვერ უნდა საუბრობდნენ." - განაცხადა კახა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა