ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი სარგებლობს უკრაინის დახმარების გაჭიანურებით

ნახვები: 546 ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი სარგებლობს უკრაინის დახმარების გაჭიანურებით

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი სარგებლობს უკრაინის დახმარების გაჭიანურებით და დასძინა, რომ სიტუაცია რაიონებში, სადაც რუსეთის ჯარები არიან მობილიზებული, უკიდურესად რთულია.

ზელენსკიმ ამის შესახებ კუპიანსკში ფრონტის ხაზის მონახულების შემდეგ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

„ახლა უკიდურესად რთული ვითარებაა ფრონტის ხაზის რამდენიმე ნაწილში, ზუსტად იქ, სადაც რუსეთის ჯარებს აქვთ მაქსიმალური რეზერვები ჰყავთ მობილიზებული. ისინი სარგებლობენ უკრაინის დახმარების გაჭიანურებით და ეს ძალიან მგრძნობიარე საკითხია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა პოლონეთის საზღვართან არსებულ ვითარებაზეც და განაცხადა, რომ ეს სიტუაცია არ შეიძლება, ნორმალურად ან ჩვეულებრივად იყოს აღქმული.

„ჩვენ გვჭირდება მარტივი და მკაფიო სამართლიანობა. ჩვენი სოფლის მეურნეობის ექსპორტის მხოლოდ 5% გადის პოლონეთის საზღვარზე. ასე რომ, ფაქტობრივად, საქმე არა მარცვლეულს, არამედ პოლიტიკას ეხება“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა