ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day
FM Sybiha: Ukraine plans to buy weapons from Poland by year-end using EUR 125M loan

ირაკლი ფავლენიშვილი - სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი ციხიდან უნდა გამოუშვას

ნახვები: 548 ირაკლი ფავლენიშვილი - სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი ციხიდან უნდა გამოუშვას

როდესაც სალომე ზურაბიშვილი საუბრობს ევროპული ტიპის მმართველობაზე, პირველ რიგში უნდა გაახსენდეს, რომ ევროპული ტიპის დემოკრატიაში ყოფილი პრეზიდენტები შეთითხნილი ბრალდებით არ არიან ციხეში, ამიტომ მან არჩევნების წინ მთავარი ოპოზიციონერი, მიხეილ სააკაშვილი უნდა გამოუშვას ციხიდან, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა.

„ჩვენ მივესალმებით კოალიციურ მმართველობას, თანამშრომლობას კოალიციურ ველზე, თუმცა როდესაც სალომე ზურაბიშვილი საუბრობს კოალიციაზე, ევროპული ტიპის მმართველობაზე, მას პირველ რიგში უნდა გაახსენდეს, რომ პოლიტიკური პატიმრები არ არსებობენ ევროპული ტიპის დემოკრატიებში, არ არსებობს პოლიტიკური დევნა. ყოფილი პრეზიდენტები არ არიან შეთითხნილი ბრალდებით ციხეში, ამიტომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა თავისი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე, ევროპულ მომავალზე და მთავარი ოპოზიციონერი არჩევნების წინ გამოუშვას ციხიდან. ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი, მათ შორის, კოალიციური მმართველობისთვის და დემოკრატიული, ევროპული ტიპის მმართველობისთვის“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა