იქნებ სადმე ხანძარია? - დაპოსტე, რომ გავიგოთ!
ელენე ხოშტარია: ბიძინა ივანიშვილმა წინააღმდეგობის დასრულება არაერთხელ სცადა და არ გამოუვიდა – პარტიების აკრძალვაც მორიგი წარუმატებელი მცდელობა იქნება
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით Storm Shadow-ის რაკეტებს გადასცემს რუსეთის სამხედრო ობიექტებზე დარტყმებისთვის
ლევან ხაბეიშვილი ბათუმში ბადრაგირებას და საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე დასწრებას ითხოვს – „რეალურად ასამართლებენ ჩვენს სამშობლოს, საქართველოს“
ნიკო კვარაცხელიას დედა: უნდა გაირკვეს, ვინ დაუკვეთა ჩემი შვილის მკვლელობა – წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ დამკვეთი ისევ ხელისუფლებაშია
შსს-მ ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, მეტსახელად „კაწრო“, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავა
რომან გოცირიძე: რუსული დიზელის იმპორტი აშშ-ში საწვავის ფასებზე უმნიშვნელო გავლენას მოახდენს, სანაცვლოდ კი ტრამპს რეპუტაციულ ზიანს მიაყენებს
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია

ანა ნაცვლიშვილი - დაარიგეთ პროექტის ის ვერსია, რასაც ახლა ტრინუბიდან გვიკითხავთ - 21-ე საუკუნეში კანონშემოქმედებითი პროცესი ზეპირსიტვიერი არ არის!

ნახვები: 549 ანა ნაცვლიშვილი - დაარიგეთ პროექტის ის ვერსია, რასაც ახლა ტრინუბიდან გვიკითხავთ - 21-ე საუკუნეში კანონშემოქმედებითი პროცესი ზეპირსიტვიერი არ არის!

დაარიგეთ პროექტის ის ვერსია, რასაც ახლა ტრინუბიდან გვიკითხავთ - 21-ე საუკუნეში კანონშემოქმედებითი პროცესი ზეპირსიტვიერი არ არის! - ეს განცხადება უმრავლესობის მისამართით “ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილბების პროექტის მეორე მომსნეით განხილვა მიმდინარეობს.

ნაცვლიშვილის ინფორმაციით, საკანონმდებლო ინიციატივის განსახილველი ვერსია ოპოზიციისთვის ხელმისაწვდომი არ არის - მისი არც წერილობითი ვარიანტი აქვთ და არც ელექტრონულ სისტემაშია ატვირთული.

„სისტემაში, რასაც ახლა ჩვენ მინიმუმ ოპოზიციის ფლანგზე ვხედვათ, კანონპროექტის ის ვერსია, რასაც თქვენ ტრიბუნიდან გვიკითხავთ, არ ჩანს.

სულ რომ შენიშვნები და თითის ქნევით ხართ დაკავებული, რატომ არის პრობლემა, რომ რასაც კითხულობთ ის ტექსტი სისტემაში ჩანდეს? ევროკავშირის ან არაევროკავშირის ერთი პარლამენტი მომიტანეთ, სადაც რაიმეზე - მით უმეტეს საარჩევნო კოდექსზე ამ სტანდარტით მიმდინარეობს მსჯელობა.

წერილობითი ვერსია, რასაც ახლა განიხილავთ, აპარატთან მოვიკითხეთ და ვერ მივიღეთ. ეს კანონშემოქმედებითი საქმიანობის რა სტანდარტია? - რასაც წერთ, რომ გამოაქვეყნოთ გეშიანიათ თუ თავს ვერ აბამთ?!“ - მიმართა ნაცვლიშვილმა დეპუტატ გივი მიქანაძეს, რომელმაც კანონპროექტი მეორე მოსმენით წარადგინა.

იგივე დაადასტურა კიდევ ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ.

“სისტემაში ელექტრონული ვერსია ატვირთული არ არის - არც ვიცით, რას ვიხილავთ“, - აღნიშნა მან.

საარჩევნო ცვლილებათა პაკეტს, რომლის საფუძველზეც ცესკოს წევრებისა და ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესში ცვლილებები კიდევ ერთხელ ხორციელდება, პარლამენტი მეორე მოსმენით - მუხლობრივად განიხილავს

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა