ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ლევან ბეჟაშვილი - ბუნებრივია, ევროპისთვის, ჩვენი პარტნიორებისთვის მიუღებელია მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობის სტატუსი

ნახვები: 547 ლევან ბეჟაშვილი - ბუნებრივია, ევროპისთვის, ჩვენი პარტნიორებისთვის მიუღებელია მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობის სტატუსი

ჩვენი უკრაინელი პარტნიორების განცხადება იქნება თუ საერთაშორისო ინსტიტუციების და სახელმწიფო მეთაურების განცხადება, ცალსახაა, ერთმნიშვნელოვანია, თუ საქართველოს სურს ევროპული მომავალი, ბუნებრივია, ევროპისთვის, ჩვენი პარტნიორებისთვის მიუღებელია მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობის სტატუსი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საააკაშვილი დღეს არის სიმბოლო ზოგადად ევროპული დემოკრატიული სამყაროსი.

„ცალსახაა, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს. საზოგადოებას ახსოვს კარგად, რომ მიხეილ სააკაშვილი არის იმავდროულად უკრაინის მოქალაქე, უკრაინის სახელმწიფო პოლიტიკური მოღვაწე და ბუნებრივია, რომ ამ სახელმწიფოს ლიდერები დაინტერესებულნი არიან, მიხეილ სააკაშვილი, როგორც სიმბოლო პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისა, იყოს გათავისუფლებული“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა: „სააკაშვილის ბედი ჩვენთვის პრიორიტეტულია, უკრაინა დაინტერესებულია, რომ სააკაშვილი იყოს თავისუფალი“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა