ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ჯო ბაიდენი - რეგიონში ირანი არ მოსწონთ

ნახვები: 541 ჯო ბაიდენი - რეგიონში ირანი არ მოსწონთ

ირანსა და პაკისტანს შორის შეტაკებები აჩვენებს, რომ რეგიონში ირანი არ მოსწონთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

„როგორც ხედავთ, ირანი არც ისე მოსწონთ რეგიონში და ჩვენ ახლა ამ საკითხზე ვმუშაობთ. არ ვიცი, სადამდე მიგვიყვანს ეს“, – აღნიშნა ბაიდენმა.

ამასთან, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა, ჯონ კირბიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვაშინგტონი ყურადღებით აკვირდება ირან-პაკისტანის შეტაკებებს.

„ჩვენ არ გვინდა, ვნახოთ ესკალაცია სამხრეთ და ცენტრალურ აზიაში. ჩვენ კონტაქტში ვართ პაკისტანელ კოლეგებთან“, – განაცხადა კირბიმ.

კირბის თქმით, პაკისტანზე თავდასხმა რეგიონში ირანის დესტაბილიზაციის კიდევ ერთი მაგალითია.

შეგახსენებთ, ირანმა დაარღვია პაკისტანის საჰაერო სივრცე, რის შედეგადაც ორი ბავშვი დაიღუპა. პაკისტანმა განაცხადა, რომ ირანთან ყველა მაღალი დონის დიპლომატიურ ურთიერთობას შეაჩერებდა, რის შემდეგაც პაკისტანმა ირანზე სარაკეტო იერიში მიიტანა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა