ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

რუსთაველის გამზირსა და კოსტავას ქუჩაზე შენობების ფასადების რეაბილიტაციაში 3,3 მლნ ლარი დაიხარჯება

ნახვები: 539 რუსთაველის გამზირსა და კოსტავას ქუჩაზე შენობების ფასადების რეაბილიტაციაში 3,3 მლნ ლარი დაიხარჯება

რუსთაველის გამზირსა და კოსტავას ქუჩაზე შენობების ფასადების რეაბილიტაციაში 3,3 მლნ ლარი დაიხარჯება, - თბილისის განვითარების ფონდმა რუსთაველის გამზირსა და კოსტავას ქუჩაზე შენობების იერსახის რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოაცხადა.

როგორც BM.ge წერს, თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა თქვა, რომ 2024 წელს რეაბილიტაციის პროექტი მხოლოდ შენობების ფასადების და იერსახის გაუმჯობესებას ითვალისწინებს და სავალ ნაწილზე სამუშაოები დაგეგმილი არაა.

ტენდერები კი ასე ნაწილდება:

რუსთაველის გამზ. N1 და თავისუფლების მოედანი N6-ში მდებარე შენობა-ნაგებობების ფასადებისა და ნაწილბრივი დაზიანებული სახურავის რეაბილიტაციის პროექტი - სავარაუდო ღირებულება 374,400 ლარი;
რუსთაველის გამზ. N18, შ. რუსთაველის გამზ. N20, და შ. რუსთაველის გამზ. N22-ში მდებარე შენობა-ნაგებობების ფასადებისა და ნაწილბრივი დაზიანებული სახურავის რეაბილიტაციის პროექტი - 301,000 ლარი;
რუსთაველის გამზ. N24 და შ. რუსთაველის გამზ. N26-ში მდებარე შენობა-ნაგებობების ფასადებისა და ნაწილბრივი დაზიანებული სახურავის რეაბილიტაციის პროექტი - 284,480 ლარი;
ქ. თბილისში, შ. რუსთაველის გამზ. N32, შ. რუსთაველის გამზ. N34, რუსთაველის გამზ. N36, რუსთაველის გამზ. N38 და შ. რუსთაველის გამზ. N40-ში მდებარე შენობა-ნაგებობების ფასადებისა და ნაწილბრივი დაზიანებული სახურავის რეაბილიტაციის პროექტი - 680,000 ლარი;
რუსთაველის გამზ. N44 , შ. რუსთაველის გამზ. N46 და შ. რუსთაველის გამზ. N50-ში მდებარე შენობა-ნაგებობების ფასადებისა და ნაწილბრივი დაზიანებული სახურავის რეაბილიტაციის პროექტის მომზადება სატენდერო პირობების შესაბამისად - 367,000 ლარი;
მ. კოსტავას ქუჩა N3 და მ. კოსტავას ქუჩა N5-ში მდებარე შენობა-ნაგებობების ფასადებისა და ნაწილბრივი დაზიანებული სახურავის რეაბილიტაციის პროექტი - 215,00 ლარი;
მ. კოსტავას ქუჩა N6 (არ არის რეგისტრირებული), მ. კოსტავას ქუჩა N8 (01.15.02.011.013), მ. კოსტავას ქუჩა N10 (01.15.02.011.014) და მ. კოსტავას ქუჩა N12-ში (01.15.02.010.006) მდებარე შენობა-ნაგებობების ფასადებისა და ნაწილბრივი დაზიანებული სახურავის რეაბილიტაციის პროექტი - 347,000 ლარი;
მ. კოსტავას ქუჩა N7, მ. კოსტავას ქუჩა N9,, მ. კოსტავას ქუჩა N11 და მ. კოსტავას ქუჩა N13 -ში მდებარე შენობა-ნაგებობების ფასადებისა და ნაწილბრივი დაზიანებული სახურავის რეაბილიტაციის პროექტი - 359,000 ლარი;
მ. კოსტავას ქუჩა N17, მ. კოსტავას ქუჩა N19 , მ. კოსტავას ქუჩა N21, მ. კოსტავას ქუჩა N23 და მ. კოსტავას ქუჩა N25-ში მდებარე შენობა-ნაგებობების ფასადებისა და ნაწილბრივი დაზიანებული სახურავის რეაბილიტაციის პროექტი - 424,000 ლარი;
ტენდერებში წინადადებების მიღება 7 თებერვალს იწყება და 12 თებერვალს დასრულდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა