ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ვოლოდიმირ ზელენსკი - მიმდინარე წელს გაძლება ნიშნავს მთელი ამ ომის გაძლებას

ნახვები: 545 ვოლოდიმირ ზელენსკი - მიმდინარე წელს გაძლება ნიშნავს მთელი ამ ომის გაძლებას

მიმდინარე წელს გაძლება ნიშნავს მთელი ამ სრულმასშტაბიანი ომის გაძლებას, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, მუდმივ კავშირშია სამხედროებთან და უკრაინელ სამხედრო მეთაურებთან.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ მუშაობა გრძელდება ყველა პარტნიორთან, რათა უკრაინამ ამ თვეში საკმარისი მოცულობის თავდაცვის პაკეტები მიიღოს.

„წელს ყოველდღე, ყოველ ღამეს არის ახალი სასტიკი საბრძოლო შეტაკებები. ყველაზე ინტენსიური ბრძოლებია ავდეევკაში, მარინკას მიმართულებით, ბახმუტში, ლიმანში, კუპიანსკში. ჩვენი სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტი უცვლელია, უზრუნველყოს ყველაფერი, რაც აუცილებელია უკრაინის დასაცავად და ჩვენი აქტიური მოქმედებისთვის – საბრძოლო მასალა, უპილოტო თვითმფრინავები, ტექნიკა. გადარჩენა წელს ნიშნავს გადარჩენას მთელ ამ ომში. მნიშვნელოვანი დროა,  გადამწყვეტი მრავალი თვალსაზრისით. მადლობა ყველას, ვინც ამას აცნობიერებს, ვინც ეხმარება სახელმწიფოს გაძლიერდეს და ჩვენს ჯარისკაცებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, გაანადგურონ მტერი. ახლა ჩვენ უკვე გვაქვს კიდევ ერთი თავდაცვითი ნაბიჯი გერმანიის მხრიდან უკრაინის მიმართ. ეს არის საჰაერო თავდაცვის რაკეტები, 155 კალიბრის არტილერია და სხვა საჭირო ტექნიკა. გმადლობთ, ძალიან დროული პაკეტია. ჩვენ ველოდებით ამგვარ ნაბიჯებს ჩვენი სხვა პარტნიორებისგან, კერძოდ, შეერთებული შტატებისგან. ისე, რომ ამ ზამთარს, ისევე როგორც შარშან, რუსულმა ტერორმა ვერ გაიმარჯვოს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა