ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ანრი ოხანაშვილი - „ქართული ოცნების“ გუნდმა დიდი შრომა გასწია, რათა საქართველოს დამსახურებაზე დაფუძნებით კანდიდატის სტატუსი მიეღო

ნახვები: 544 ანრი ოხანაშვილი - „ქართული ოცნების“ გუნდმა დიდი შრომა გასწია, რათა საქართველოს დამსახურებაზე დაფუძნებით კანდიდატის სტატუსი მიეღო

„ქართული ოცნების“ გუნდმა დიდი შრომა გასწია, რათა საქართველოს დამსახურებაზე დაფუძნებით კანდიდატის სტატუსი მიეღო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, საქმე გაკეთებულია და მისი საბოლოო შედეგია სტატუსის მინიჭება.

„ჩვენი ქვეყანა ამ სტატუსს იმსახურებდა აქამდეც, თუმცა სასიხარულოა, როცა გატარებული შრომა ფასდება და ჩვენს ხალხდ ის ნაბიჯები უფასდება, რაც ერთად გადავდგით. შევძელით, რომ ჩვენი საზოგადოების არჩევანი დაგვეცვა და ქვეყანაში გატარებულიყო როგორც მშვიდობიანი პოლიტიკა, ასევე ეროვნული ფასეულობების დაფუძნებით და ღირსებაზე დაფუძნებით დამსახურებული სტატუსი მიგვეღო. ჩვენმა საზოგადოებამ სწორედ ამ პოლიტიკას დაუჭირა მხარი. ჩვენი ხალხის დამსახურებით შევძელით, რომ ღირსებაზე დაფუძნებით დამსახურებული სტატუსი მიგვეღო. რაც შეეხება ევროპარლამენტის რეზოლუციას, მას შემდეგ, რაც ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია ვნახეთ, არავითარი სივრცე არ არსებობს, რომ რაიმემ გავლენა მოახდინოს ამ რეკომენდაციაზე. საქმე გაკეთებულია და მისი საბოლოო შედეგია სტატუსის მინიჭება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა