ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

სალომე ზურაბიშვილი - ვისაც შევიწყალებ, ნახავთ!

ნახვები: 546 სალომე ზურაბიშვილი - ვისაც შევიწყალებ, ნახავთ!

მე აქ, არც სტალინზე და არც სააკაშვილზე სალაპარაკოდ არ მოვსულვარ, - ასე უპასუხა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გორში, ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმად, მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 2007 წლის 7 ნოემბერს გამართულ აქციებზე განაცხადა, რომ ეს აქციები რუსეთის მიერ იყო მართული.

„მიხეილ სააკაშვილზე სალაპარაკოდ არ ვარ მოსული. მე აქ, არც სტალინზე და არც სააკაშვილზე სალაპარაკოდ არ მოვსულვარ. 7 ნოემბერს [აქციებში] მეც ვმონაწილეობდი და ეს იყო ქართველი ხალხის ბრძოლა. ამაზე მე, სხვა არაფერი მაქვს სათქმელი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, მისცემს თუ არა სასამართლოს ჩვენებას 7 ნოემბრის საქმეზე?- ზურაბიშვილმა ასე უპასუხა: „შეიძლება, რომ ამდენი წლის მერე, 2012 წლის მერე დაივიწყოთ თქვენ სააკაშვილი?“

გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, შეიწყალებს, თუ არა მარტის აქციების დროს დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს.

„მე აქ არავის შეწყალებაზე არასდროს ვსაუბრობ და კითხვებზე არ ვპასუხობ. ვისაც შევიწყალებ ნახავთ, როდესაც იქნება შეწყალების სიები!“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა