ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

IRI - ევროკავშირში გაწევრიანებას 73%-იანი მხარდაჭერა აქვს, მოსახლეობის უმეტესობა ფიქრობს, რომ ქვეყანა პრო-დასავლური უნდა იყოს

ნახვები: 542 IRI - ევროკავშირში გაწევრიანებას 73%-იანი მხარდაჭერა აქვს, მოსახლეობის უმეტესობა ფიქრობს, რომ ქვეყანა პრო-დასავლური უნდა იყოს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა შორის ევროკავშირში გაწევრიანებას 73%-იანი მხარდაჭერა აქვს, მოსახლეობის უმეტესობა ფიქრობს, რომ ქვეყანა პრო-დასავლური უნდა იყოს.

გამოკითხულთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური არასტაბილურობაა. მხოლოდ 2% იმ მოქალაქეთა რაოდენობა, ვინც ფიქრობს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრკოლება შესაძლოა, მთავრობა იყოს.

კითხვაზე, რა უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი, გამოკითხულთა 44% მიიჩნევს, რომ საქართველო უნდა იყოს პრო-ევროკავშირული და პრო-დასავლური. 33% ფიქრობს, რომ უნდა იყოს პრო დასავლური, მაგრამ შეინარჩუნოს ურთიერთობა რუსეთთან. 8% ფიქრობს, რომ ქვეყანა უნდა იყოს პრო-რუსული, მაგრამ ჰქონდეს ევროკავშირთან და დასავლეთთან ურთირთობები. 3% მიიჩნევს, რომ საქართველო უნდა იყოს პრო-რუსული, 18% ამბობს, რომ არ იცის ან პასუხზე უარს აცხადებს.

კვლევის თანახმად, კითხვაზე, მხარს უჭერთ თუ არა საქართველოს ევროკავშირში გაწვრიანებას,  გამოკითხულთა 73% სრულად უჭრს მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას.

კვევაში აღნიშნულია, რომ ამ 73%-ს IRI-მ ჰკითხა, კლვავაც დაუჭრენ თუ არა მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას, თუ ეს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების შეწყვეტას ნიშნავს – 55%-სთვის ეს მხარდაჭერა უცვლელია, 19% არ იცვლის პოზციას, თუმცა უფრო ნაკლებად დაუჭერს მხარს ევროინტეგრაციას, 8%-ისთვის გარკვეულწილად მიუღებელი იქნება რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაწვყეტის ხარჯზე ევროინტეგრაცია, ხოლო 6%-სთვის კატეგროიულად მიუღებელი.

ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდამჭერ 73%-ს IRI-მ კიდევ ერთი შეკითხვით მიმართა – რა სარგებელს მოუტანს საქართველოს ევროკავშირის წევრობა. გამოკითხულთა 45% ეკონომიკის გაძლიერებას ასახელებს, უსაფრთხოებას პასუხობს 14%, ქვეყნის განვითარება -14%, უკეთესი მომავალი -8%.

ამასთან, შეკითხვაზე, რა არის ყველაზე დიდი დაბრკოლება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, პოლიტიკურ არასტაბილურობას საქართველოში ასახელებს გამოკითხულთა 27%, შიდა პოზიციონირება საქართველოში -17%, საქართველო არ არულებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს -13%, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოზიციონირებას ამბობს გამოკითხულთა 11%, რუსეთი 6%, დაკარგული ტერიტორიები 2%, მთავრობა 2%.

კვლევა ჩატარდა 2023 წლის 14 სექტემბერი-14 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1200 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 73%. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა