ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day
FM Sybiha: Ukraine plans to buy weapons from Poland by year-end using EUR 125M loan

"წაუყენეთ თამაზ გინტურის მკვლელებს დაუსწრებლად ბრალი" - მესამე სექტორი ხელისუფლებას

ნახვები: 548 "წაუყენეთ თამაზ გინტურის მკვლელებს დაუსწრებლად ბრალი" - მესამე სექტორი ხელისუფლებას

"წაუყენეთ თამაზ გინტურის მკვლელებს დაუსწრებლად ბრალი"- ამ მოთხოვნით არასამთავრობო ორგანიზაციები საგამოძიებო ორგანოს მიმართავენ. იურისტებს მიაჩნიათ, რომ სამართლებრივი პროცესის დაწყება აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველომ დამნაშავეების დასასჯელად პროცედურები დაიწყოს. სწორედ სისხლის სამართლის საქმის აძღვრის შემდეგ შეუძლია თბილისს, მოსთხოვოს მოსკოვს დამნაშავეების გადმოცემა.

ყოფილი უფლებადამცველი უჩა ნანუაშვილი ფიქრობს, რომ გონივრული იქნებოდა, თუ სახელმწიფო დაზარალებულის უფლებამონაცვლედ თამაზ გინტურის ოჯახს აღიარებდა. მისი თქმით, სახელმწიფო შესაბამისად ვერ მოქმედებს, რადგან ამ დრომდე ბრალი რუსლი მაიორებისთვის არავისთვის წარუდგენიათ. 

"ის, რომ რეალურად შესაძლებელია თუნდაც ძებნა დაიწყოს სავარაუდო მკვლელების, ეს არის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას ქართული მხრიდან, საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ამ ეტაპზე და მოიტხოვს რუსეთისგან გადმოცემა კონკრეტული პირების, რომლებიც არიან სავარაუდოდ, ამ დანაშაულში ეჭვმიტანილი. აუცილებელია, თუნდაც ოჯახის წევრებს ჰქონდეთ დაზარალებულის სტატუსი ანუ უფლებამონაცვლის სტატუსი, რომ ოჯახი იყოს ჩართული საგამოძიებო პროცესებში, - ამბობს ნანუაშვილი. 

რეაგირების იმედი არა ქვთ პოლიტიკოსებს. ოოზიციაში ფიქრობენ, რომ "ქართული ოცნება" რუსეთის ხელისუფლებასთან კოლაბორაციაშია  და სწორედ ამიტომ, მკვლელ ოკუპანტებს არავინ დასჯის. 

"ქართული ოცნების" სანქცირებული სასამართლო ამ ადამიანებს დაუსწრებლად გამოუცხადებს თუ დაუსწრებლად სასჯელს, თქვენ ხომ გესმით, რომ ეს არაფერს ცვლის. "ქართული ოცნება", მისი სასამართლო, მთელი მისი სისტემა ემსახურება რუსეთის ფედერაციის ინტერესებს, შესაბამისად, არ მჯერა იმის, რომ ეს გამოძიებაც კი რაიმე ფორმით რუს ჯარისკაცებს დაადანაშაულებს რამეში. ესეც არ მოხდება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ნორმალური ხელისუფლება, "ლელო" რომ ახლა ხელისუფლებაში იყოს, ჯერ კიდევ გამალებით, აბსოლუტურად ყველა საშუალებით, აბსოლუტურად ყველა ტრიბუნაზე უნდა მოგვეთხოვა ამ მკვლელების გადმოცემა საქართველოსთვის, - ამბობს "ლელოს" წევრი თამაზ დათუნაშვილი. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა