ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ნათია თურნავამ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში B2B შეხვედრები გამართა

ნახვები: 546 ნათია თურნავამ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში B2B შეხვედრები გამართა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში B2B შეხვედრები გამართა.

ერთ-ერთი გლობალური კრიპტოეკოსისტემის, Binance-ის რეგიონული ბაზრების ხელმძღვანელთან, რიჩარდ ტენგთან B2B შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კომპანია დაინტერესებულია საქართველოს განვითარებადი ფინტექგარემოთი. საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო ფინტექკომპანიების როლს საქართველოს ბაზრის განვითარებასა და ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებულ ახალ რეგულაციებზე.

Elevandi-ის აღმასრულებელ დირექტორთან, პატ პატელთან აუდიენციაზე კი მხარეებმა ფინტექის როლის ზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ხაზი გაუსვეს ციფრულ ეკონომიკაში საზოგადოებასა და კერძო სექტორს შორის ღია დიალოგის აუცილებლობას.

აღსანიშნავია, რომ სინგაპურის მონეტარული უწყების მიერ დაფუძნებული კომპანია Elevandi სინგაპურის ფინტექფესტივალის ერთ-ერთი მასპინძელი და ორგანიზატორია. ფესტივალი 15-17 ნოემბერს გაიმართება, სადაც საქართველოს ეროვნული ბანკი, პარტნიორ ქართულ კომერციულ ბანკებთან და ფინტექკომპანიებთან ერთადაა მიწვეული. სპეციალურად გამოყოფილ პავილიონში წარმოდგენილი იქნება ეროვნული ბანკის ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით არსებული მიღწევები.

ინფორმაციას ეროვნული ბანკის პრესსამსახური ავრცელებს. 

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა