ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ანა ბუჩუკური - ნინო ლომჯარია ჩვენი ინტერესის სფერო საერთოდ არ არის - ქალბატონი სალომე კი, პრეზიდენტია და მასთან ალიანსი გამორიცხულია

ნახვები: 540 ანა ბუჩუკური - ნინო ლომჯარია ჩვენი ინტერესის სფერო საერთოდ არ არის - ქალბატონი სალომე კი, პრეზიდენტია და მასთან ალიანსი გამორიცხულია

ნინო ლომჯარია საერთოდ არ არის ჩვენი ინტერესის სფერო, - ასე პასუხობს პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკური ირაკლი კობახიძის განცხადებას რომ აქვს ინფორმაცია ლომჯარია-ზურაბიშვილი-გახარიას ალიანსის შექმნის თაობაზე.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ბუჩუკური აცხადებს, რომ მასთან ალიანსი ფიზიკურად შეუძლებელია.

„როგორც კი მოგვინდება ვინმესთან თანამშრომლობა, როგორც კი გადავწყვეტთ კარი გავაღოთ, ამას პირველ რიგში ჩვენგან თქვენ და საზოგადოება გაიგებს. რაც შეეხება მაგალითად, ქალბატონ ნინო ლომჯარიას, საერთოდ არ არის ჩვენი ინტერესის სფერო, საერთოდ! ქალბატონი სალომე კი პრეზიდენტია, ფიზიკურად არის ეს (მასთან ალიანსი) გამორიცხული, რადგან ადამიანი იკავებს პრეზიდენტის თანამდებობას. ძალიან დამღლელია კობახიძის და "ოცნების" ტყუილები, დაგვანებონ თავი, კობახიძემ თავის პრობლემას მიხედოს. ლომჯარიასთან თანამშრომლობა პოლიტიკურად არ არის საინტერესო, არანაირი ინტერესი პოლიტიკური თანამშრომლობის არ არსებობს და არც არსებობდა, ყველას თავის მიმართულება, გემოვნება და ტაქტიკა აქვს, ჩვენთვის საინტერესო არ არის,"- განაცხადა ბუჩუკურმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა