ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

დავით კირკიტაძე - „ქართული ოცნების“ მიზანია, შემოიტანოს ცენზურა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ

ნახვები: 546 დავით კირკიტაძე - „ქართული ოცნების“ მიზანია, შემოიტანოს ცენზურა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ

ის, რაც მაუწყებლის შიდა რეგულირების სფერო იყო, გადააქვთ მარეგულირებელ კომისიაში, რომელიც გამოყენებულია თავისუფალი მედიის წინააღმდეგ - ევრორეკომენდაციის არცერთი ჩანაწერი არ მიგვითითებს, რომ ეს ასე უნდა გავაკეთოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა დავით კირკიტაძემ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, “ქართული ოცნების“ მიზანი მედიის შეზღუდვაა.

„მთელი რიგი საკითხები გამოაქვთ მაუწყებლის შიდა რეგულირებიდან და ექცევა მარეგულირებელი კომისიის ქვეშ. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია „ქართული ოცნების“ მხრიდან გამოყენებულია როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი მედიაზე ზეწოლისთვის. ის, რაც მაუწყებლის შიდა რეგულირების სფერო იყო, გადააქვთ მარეგულირებელ კომისიაში, რომელიც გამოყენებულია თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. ევრორეკომენდაციის არცერთი ჩანაწერი, არსად არ მიგვითითებს იმაზე, რომ ეს ასე უნდა გავაკეთოთ. „ქართული ოცნების“ რეალური მიზანია, შემოიტანოს ცენზურა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ, ამას უპირისპირდება დღეს ოპოზიცია პარლამენტის სხდომათა დარბაზში,“ - განაცხადა კირკიტაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა