ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

მანანა კობახიძე - ევროკავშირისკენ გზა კონსტიტუციის და კანონის უზენაესობის დაცვაზე მიდის და ეს ყველამ უნდა დაიცვას

ნახვები: 544 მანანა კობახიძე - ევროკავშირისკენ გზა კონსტიტუციის და კანონის უზენაესობის დაცვაზე მიდის და ეს ყველამ უნდა დაიცვას

სასამართლომ იმ სამ ვიზიტთან დაკავშირებით იმსჯელა, რაც იყო სადაო და რა თქმა უნდა, ამ შემთხვევებს არ გასცდენია. ვფიქრობ, ჩვენი სამართლებრივი პოზიცია საკმაოდ დასაბუთებული და არგუმენტირებულია, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძემ პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

კითხვაზე, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი შეუშლის თუ არა ხელს ევროინტეგრაციის პროცესს, მანანა კობახიძე პასუხობს, რომ „ევროკავშირისკენ გზა ქვეყანაში კონსტიტუციის და კანონის უზენაესობის დაცვაზე ნამდვილად მიდის და ეს ყველამ უნდა დაიცვას“.

„თხოვნაა, რომ სამართლებრივი არგუმენტები, რაც სასამართლომ გადაწყვეტილებაში ჩადო, გააშუქოთ. დამერწმუნეთ, სასამართლოს ყველა კითხვაზე აქვს პასუხი გაცემული. შესაბამისად, სასამართლომ იმსჯელა სწორედ იმ სამ ვიზიტთან დაკავშირებით, რაც იყო სადაო და რა თქმა უნდა, ამ შემთხვევებს არ გასცდენია. ვფიქრობ, საკმაოდ დასაბუთებული და არგუმენტირებულია ჩვენი სამართლებრივი პოზიცია, უმრავლესობის პოზიციას ვგულისხმობ. რა თქმა უნდა, ჩემთვის საინტერესოა განსხვავებული აზრი, თუმცა ჯერ არ მინახავს და ვნახავთ. რაც შეეხება პოლიტიკურ მიზანშეწონილობას - მოგეხსენებათ, ეს სასამართლოს გადასაწყვეტი არ არის და სასამართლო ვერ შევიდოდა აღნიშნული საკითხზე მსჯელობაში, ეს არის პარლამენტის გადასაწყვეტი,“ - განაცხადა მანანა კობახიძემ.

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე დასკვნა გამოაქვეყნა. კერძოდ, სასამართლომ, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროპაში, მთავრობის უნებართვო ვიზიტების განხორციელებით, ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. ამასთან, როგორც ტურავამ აღნიშნა, დასკვნაზე განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა სამმა მოსამართლემ - ირინა იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა