ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day
FM Sybiha: Ukraine plans to buy weapons from Poland by year-end using EUR 125M loan

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი - ისრაელს საერთაშორისო კანონმდებლობით აქვს თავდაცვის სრული უფლება

ნახვები: 548 ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი - ისრაელს საერთაშორისო კანონმდებლობით აქვს თავდაცვის სრული უფლება

ისრაელს საერთაშორისო კანონმდებლობით აქვს თავდაცვის სრული უფლება და ამასთან დაკავშირებით კითხვები არ ისმის, – ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მიხალ შჩერბამ კოპენჰაგენში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ისრაელზე თავდასხმა არის მასობრივი ტერორიზმის ახალი დონე.

„სულ რაღაც ორი დღის წინ ჩვენი პარტნიორი ისრაელი საშინელი თავდასხმის ობიექტი გახდა „ჰამასის“ და მასთან აფილირებული ტერორისტების მხრიდან. ჩვენ მკაცრად დავგმეთ ეს თავდასხმები და წარმოუდგენელი საშინელებები, რომლებიც ისრაელელი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინეს. ეს არის მასობრივი ტერორიზმის ახალი დონე და წარმოადგენს განურჩეველ ძალადობას ისრაელის წინააღმდეგ. ჩვენი ფიქრებით ახლა უდანაშაულო მსხვერპლთან ვართ. ჩვენ ვდგავართ ისრაელის გვერდით, რომელსაც აქვს ჩვენი სრული სოლიდარობა. ისრაელს საერთაშორისო კანონმდებლობით აქვს თავდაცვის სრული უფლება და ამასთან დაკავშირებით კითხვები არ ისმის“, – განაცხადა მიხალ შჩერბამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა