ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ირაკლი ზარქუამ პლენარულ სხდომაზე გიორგი ვაშაძეს „კაცმაცუნა“ და „პოპულისტი“ უწოდა

ნახვები: 546 ირაკლი ზარქუამ პლენარულ სხდომაზე გიორგი ვაშაძეს „კაცმაცუნა“ და „პოპულისტი“ უწოდა

ეს „კაცმაცუნა“, ონკოლოგიურ დაავადებულებზე ამბობდა, რომ შავ ხვრელში ნიშნავს ფულის გადარიცხვა, დახარჯვა, დაფინანსებაო. აი, ეს ადამიანი. ახლა ვითომ დიდი გულშემატკივარი გამოვიდა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ზარქუამ „სტრატეგია აღმაშენებლის“ლიდერის, გიორგი ვაშაძის მისამართით პარლამენტის სხდომათა დარბაზში განაცხადა.

ირაკლი ზარქუა გიორგი ვაშაძის სხდომათა დარბაზში გამოვლას გამოეხმაურა.

„ახლა ვუსმენდით „ნაციონალური ტრაგედიის“ წარმომადგენელს, ბატონ ვაშაძეს, რომელიც ყელმოღერებით...გეგონება დიდი მხარდამჭერი იყოს ან პიროვნების ან სოციალურად დაუცველების. ეს ადამიანი იყო იუსტიციის მინისტრის მაღალჩინოსანი, როდესაც სწორედ პენსიონერებს სესხი 150%-იანი გაუხადეს. „ღიმილიანი საქართველო“ რომ დაარქვეს და კბილები დააძვრეს ჩვენს პენსიონერებს, ეს იყო ერთ-ერთი ავტორი, პოპულისტი, აი, ეს კაცი“, - განაცხადა ზარქუამ.

მან სხდომათა დარბაზში მობილურ ტელეფონში ჩართო აუდიო-ჩანაწერი, სადაც გიორგი ვაშაძე ონკოლოგიურ დაავადებულებზე საუბრობს. ზარქუას განმარტებით, ამ ჩანაწერით, სურს მთელ საქართველოს შეახსენოს, „რა პოპულისტთან გვაქვს საქმე“.

„ანუ ეს „კაცმაცუნა“ ონკოლოგიურ დაავადებულებზე ამბობდა, რომ ე.ი. შავ ხვრელში ხდება ფულის გადარიცხვა, დახარჯვა, დაფინანსებაო. აი, ეს ადამიანი. ახლა ვითომ დიდი გულშემატკივარი გამოვიდა. გაუჭირდა, იმიტომ, რომ თავის პარტიაში 5 კაცით შემოვიდა და ის შემორჩა, რა გვარია? ერთი მსხვერპლი რომ ჰყავს - მანჯგალაძე, დანარჩენი დაიშალა, ახლა გადაბარგდა და „ხაბე“ ჩააჩოჩა. აი, ეს პოპულისტი და იმ ჯიგარს, ევროპელებს რომ ძარცვავს, ამით უნდა ხელისუფლებაში მოვიდეს. აი, ამათი, ერთმანეთს რომ არ ენდობიან ისეთი ხალხით.

პენსიონერებს, დიახ, უფრო მეტი გვერდში დგომა სჭირდებათ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შესაძლებელია“, - განაცხადა ზარქუამ და აღნიშნა, რომ „ამათი დრო წასულია“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა