ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

მიხეილ სარჯველაძე - თუ დავინახავ, რომ კანონპროექტი შეკრების თავისუფლებას რაიმე ფორმით გაუმართლებლად ხელყოფს ან ზღუდავს, მზად ვარ მხარი არ დავუჭირო

ნახვები: 545 მიხეილ სარჯველაძე - თუ დავინახავ, რომ კანონპროექტი შეკრების თავისუფლებას რაიმე ფორმით გაუმართლებლად ხელყოფს ან ზღუდავს, მზად ვარ მხარი არ დავუჭირო

თუკი დავინახავ, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი შეკრების კონსტიტუციურ თავისუფლებას რაიმე ფორმით გაუმართლებლად ხელყოფს ან ზღუდავს, მზად ვარ მხარი არ დავუჭირო, მაგრამ ასეთი არგუმენტაცია ოპონენტთა მხრიდან წარმოდგენილი არ ყოფილა, - ეს განცხადება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა.

სარჯველაძის თქმით, მართლსაწინააღმდეგო და არალეგიტიმური შეკრების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი არსებობს, რაც მათ შორის თავსებადია ევროპულ სტანდარტებთან.

“ყველგან რა წამს გამოხატვის თავისუფლება, შეკრება-მანიფესტაცია არალეგიტიმური ხდება, რა საკვირველია, ხელისუფლებას აქვს კანონისმიერი უფლება და ვალდებულება სხვათა უფლებები დაიცვას. თუკი არსებობს რისკი, ამას დროულად გამკლავება სჭირდება. დღეს მოქმედი კანონით შეკრების თავისუფლება შეიძლება კონკრეტული ლეგიტიმური მიზნებითა და საფუძვლებით იყოს შეზღუდული“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს მხარი დაუჭირა. უმრავლესობის დეპუტატებმა მხარდაჭერა ერთხმად გამოხატეს.

პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს “შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ კანონში ცვლილებებს, რომლითაც შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონი მკაცრდება. შემოდის ახალი ამკრძალავი ნორმები.

“ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით მომზადებული პროექტის გათვალისწინებით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა ეკრძალებათ თუ მისი მოწყობა: - საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.

ამასთან, კანონის პროექტის მიხედვით, „საჯარო სივრცის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით“, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.

ამ ახალი ამკრძალავი ნორმების დარღვევა გამოიწვევს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია - სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა