ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ეკა ხერხეულიძე „ქართული ოცნების“ დეპუტატს - ბერაია არც გაბედო, ხმა ჩაიწყვიტე! შენი ტოლი და სწორი ნახე და იქ იყმუვლე, რეგვენო შენ!

ნახვები: 544 ეკა ხერხეულიძე „ქართული ოცნების“ დეპუტატს - ბერაია არც გაბედო, ხმა ჩაიწყვიტე! შენი ტოლი და სწორი ნახე და იქ იყმუვლე, რეგვენო შენ!

ბერაია არც გაბედო, ხმა ჩაიწყვიტე, შე რეგვენო! შენი ტოლი და სწორი ნახე და იქ იყმუვლე, შე, რეგვენო, შენ! - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ პლენარულ სხდომაზე, უმრავლესობის დეპუტატს, ირაკლი (დაჩი) ბერაიას.

დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ხერხეულიძის განცხადებას მოყვა, სადაც ის მმართველი პარტიის დეპუტატებს მიმართავდა და აცხადებდა, რომ უმრავლესობასა და ოპოზიციაში ყოფნის საკითხი მონაცვლეობითი ამბავია.

„კოლეგებო, რომლებიც უმრავლესობაში ბრძანდებით, ეს არის მონაცვლეობითი ამბავი. ოდესღაც ჩვენ ვისხედით მაგ მხარეს და აქეთ იყო ოპოზიცია. თქვენც აუცილებლად შეიცვლებით. ბერაია არც გაბედო, ხმა ჩაიწყვიტე, შე, რეგვენო! შენი ტოლი და სწორი ნახე და იქ იყმუვლე, შე, რეგვენო, შენ! ყოველთვის იცოდეთ, რომ ეს არის ძალიან მონაცვლეობითი დამოკიდებულება. ეს არ არის კაცის საქციელი, როცა ერთ ადამიანს ნახავთ, შეესევით, ხან უკნიდან ჩაარტყამთ და გგონიათ, რომ ბოსს ასიამოვნებთ. ეს არ არის არც კაცური, არც ადამიანური და მითუმეტეს, არც დეპუტატს შეეფერება. ყველანი ოდესმე მოხვდებით უმცირესობაში და მაშინ იქნებით იმ ხალხის დასაცავი, ვინც დღესაა უმცირესობაში“, - განაცხადა ხერხეულიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა